ირმა სოლომონია
გამოქვეყნებულია: 12.12.2019 10:51
დასრულების თარიღი: 11.01.2020 10:51
1
210

პეტიცია ძველი აბაშის ტერიტორიაზე ჭაბურღილის გაკეთებასთან დაკავშირებით

როგორც ცნობილია სოფელ ძველი აბაშის ცენტრში არ ხდება წყლის მიწოდება, ძველი ჭაბურღილი კი დაბინძურებული და არაჯანსაღია, ბაღი და ადმინისტრაციული შენობა სასმელი წყლის გარეშეა. მშობლები იძულებულნი არიან ყოველდღიურად მიიტანონ წყალი თავიანთი შვილებისთვის. იგივე სიტუაციაა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანული კანონის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა. ყოველივე აქედან გამომდინარე აბაშის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები მოგმართავთ თხოვნით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად განიხილოს წარმოდგენილი პეტიცია და უმოკლეს დროში უზრუნველყოს 2 ჭაბურღილის გაკეთება სოფელ ძველ აბაშაში და არსებულის გაწმენდა. 

პეტიციამ საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ვერ დააგროვა.
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
რევაზი კორძახია 19/12/2019