ზაზა ალასანია
გამოქვეყნებულია: 12.12.2019 10:10
დასრულების თარიღი: 11.01.2020 10:10
2
210

პეტიცია ნორიოს თემის სოფლებში საწრეტი არხების მოწესრიგების თაობაზე

როგორც ცნობილია მუნიციპალიტეტის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებისა და შემუშავების პროცესში, მოსახლეობის ჩართვა წარმოადგენს უმთავრეს პირობას, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობა უშუალოდ იცნობს საკუთარის დასახლების პრობლემებსა და საჭიროებებს. სწორედ ამ მიმართულებით გვინდა მივიქციოთ თქვენი ყურადღება. გაცნობებთ, რომ სოფელ ნორიოში არ არსებობს წყლის საწრეტი არხები, რის გამოც წვიმიან ამინდში გადაადგილება შეუძლებელია. ქუჩები და ტროტუარები მთლიანად ივსება წყლით, რის გამოც აუცილებელია საწრეტი არხების გაკეთება  სოფელ ნორიოს ტერიტორიაზე.  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანული კანონის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა. ყოველივე აქედან გამომდინარე აბაშის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები მოგმართავთ თხოვნით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად განიხილოს წარმოდგენილი პეტიცია და უმოკლეს დროში უზრუნველყოს  ეტაპობრივად საწრეტი არხების მოწყობა ნორიოს თემის სოფლებში. 

პეტიციამ საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ვერ დააგროვა.
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
ნინო ციმაია 18/12/2019
2
ვალერი თოფურია 18/12/2019