ზვიადი ნოდია
გამოქვეყნებულია: 13.12.2019 13:54
დასრულების თარიღი: 12.01.2020 13:54
215
210

პეტიცია სუჯუნის ცენტრში სასმელი წყლის ჭაბურღილების მოსაწყობად.

როგორც ცნობილია მუნიციპალიტეტის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებისა და შემუშავების პროცესში, მოსახლეობის ჩართვა წარმოადგენს უმთავრეს პირობას, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობა უშუალოდ იცნობს საკუთარის დასახლების პრობლემებსა და საჭიროებებს. სწორედ ამ მიმართულებით გვინდა მივიქციოთ თქვენი ყურადღება. გაცნობებთ, რომ სუჯუნის ცენტრში არის ძველი ჭაბურღილები, რომლებიც საჭიროებს ამოწმენდას/ ან ახლის ამოთხრას რადგან არცერთი მათგანი სასმელად არ გამოდგება. ახლახანს ამბულატორიის ტერიტორიაზე გაკეთდა ჭაბურღილი, რომელიც ასევე უსარგებლოა საასმელად. მოსახლეობას მიმდებარე სოფლებიდან უწევს სასმელი წყლით მომარაგება და ასევე უწყლობა ძალიან არაკომფორტულია იმ ტურისტებისთვის რომლებიც საკმაოდ მრავლად გვსტუმრობენ სუჯუნის თემში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანული კანონის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა. ყოველივე აქედან გამომდინარე აბაშის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები მოგმართავთ თხოვნით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად განიხილოს წარმოდგენილი პეტიცია და უმოკლეს დროში უზრუნველყოს სუჯუნის ცენტრში ახალი ჭაბურღილების მოწყობა, რომლის წყალიც ვარგისი იქნება სასმელად და შეძლებისდაგვარად გაიწმინდოს ძველი ჭაბურღილები. 

შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე შემოწმებულ იქნა სიის 20%-ის ნამდვილობა. 215 ხელმოწერიდან გაბათილდა 16. ვინაიდან დარჩენილი ხელმოწერების რაოდენობა (199) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ზე ნაკლებია, უარი ეთქვას პეტიციის წარმდგენს პეტიციის რეგისტრაციაზე.

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
ნანა ძველაია 14/12/2019
2
მანანა მიგინეიშვილი 18/12/2019
3
ნანა კიზირია 18/12/2019
4
ინგა მიქავა 18/12/2019
5
ელზა ჯანელიძე 18/12/2019
6
მარინა ძველაია 18/12/2019
7
ნინო ქორჩილავა 18/12/2019
8
გიორგი ძველაია 18/12/2019
9
ლაშა მიქაძე 18/12/2019
10
თამარი გაბელაია 18/12/2019