გივი ნახუცრიშვილი
გამოქვეყნებულია: 05.02.2020 16:25
დასრულების თარიღი: 06.03.2020 16:25
13
708

მემორიალური დაფის განთავსება ბათუმისათვის ბრძოლაში დაღუპულ მამულიშვილთა სახელების და გვარების მითითებით

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში განისვენებს 1921 წელს ბათუმისათვის ბრძოლაში  დაღუპული 50 მამულიშვილი. ბრძოლებში, გენერალ მაზნიაშვილის ცნობით, დაიღუპა 84 მებრძოლი, მათგან 34 ნათესავებმა წაასვენეს მშობლიურ რაიონებში, ხოლო დანარჩენი 50 დაღუპული მხედრული პატივით დაკრძალეს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე. ამჟამად, ცნობილია  საძმოსაფლავში დაკრძალული 27 გმირის ვინაობა. მემორიალურ ქვაზე მითითებული არ არის მათი სახელი და გვარები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თითქმის 1 წელია, რაც საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მერიას, თუმცა არაერთი შეხსენების  მიუხედავად აქამდე რეაგირება არ მოჰყოლია.

დაღუპულ გმირთა პატივსაგებად ვითხოვთ მემორიალური დაფის დადგმას, რომელზეც განთავსდება ქვემოთ მოცემული ტექსტი, სადაც მოთხობილი იქნება მოკლე ისტორია დაღუპულ გმირთა შესახებ, მათი სახელებისა და გვარების მითითებით.

 

"აქ, საძმო საფლავში, განისვენებენ 1921 წლის მარტში საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული მამულიშვილები“.

1920 წლის 7 მაისს რუსეთმა ვერაგულად დაარღვია საქართველოსთან დადებული ხელშეკრულება, ყველა მხრიდან დაესხა თავს საქართველოს და მოახდინა მისი ანექსია.

 ასეთ ვითარებაში გააქტიურდნენ ოსმალეთის იმპერიის ავანტიურისტული ძალები. 16 მარტს ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა ასკერი ჯარისკაცების პატრული, რომელსაც მეთაურობდა პოლკოვნიკი ქიაზიმ-ბეი. ბათუმ-აჭარის მომავალი სასწორზე იდო. გენერალმა მაზნიაშვილმა მოკრიბა ბათუმში არსებული უკვე დამარცხებული და დაშლილი ქართული არმიის ნაწილები: ჯარისკაცები, ოფიცრები, რიგითი მოქალაქეები. Mმოსახლეობიდან მათ შეუერთდა ადრე არტილერიაში ნამსახურევი 20 მოხალისე. გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით, შეიქმნა სამხედრო შენაერთები.

18 მარტს, ქართველთა ჯარი გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით, შეტევაზე გადავიდა. 18-19 მარტის გააფთრებული ბრძოლების შედეგად, ბათუმის შემოგარენი მთლიანად გაიწმინდა მოწინააღმდეგის ჯარისგან. ქიაზიმ-ბეი იძულებული იყო ეღიარებინა მის მიერ ორგანიზებული ავანტიურის ჩაშლა და თავისი ჯარის ნაწილებით აჭარა დატოვა.

ბათუმისათვის ბრძოლებში, გენერალ მაზნიაშვილის ცნობით, ქართველთა მხრიდან დაიღუპა 84 მებრძოლი. მათგან 34 ნათესავებმა წაასვენეს მშობლიურ რაიონებში, ხოლო დანარჩენი 50 დაღუპული, 23 მარტს, დღის პირველ საათზე, მხედრული პატივით დაკრძალეს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე.

დღეისათვის გარკვეულია საძმო საფლავში დაკრძალული 27 გმირის ვინაობა:

მაყვალა ყანჩაველი, ტატაშ ემხვარი, გრიგოლ ანჩაბაძე, პეტრე ზუხბაია, იასონ გვარამია, ერასტო კირია, ილარიონ ბალიშვილი, პეტრე აკობია, სიმონ წურწუმია, სანდრო მინჯია; სტუდენტები: მიტო ჩიკვაიძე, კუკური ზარდანია, ლადო მეტრეველი; პრივატ-დოცენტი შოთა ვადაჭკორია; მიქელაძე, მუსხელიშვილი: არტილერისტი სეფისკვერაძე.

სერგო ივანის ძე ჟორჟოლიანი (1901 წ., წყალტუბოს რნ. სოფ. ოფურჩხეთი), თომა ონისიმეს ძე კვიცარიძე(1902წ. წყალდუბოს რნ. სოფ. ოფურჩხეთი), სოკრატე ივანეს ძე კუკულაძე (1902 წ., ლანჩხუთის რნ. სოფ. ჩიბათი), გივი ცომაია (სამეგრელო), ვანო შიოს ძე ბიჭიკაშვილი (კასპი), ამბარცუმ მაჩხელიანი (შავშეთიდან ლტოლვილი), ბათუმში მანთაშევის ქარხნის მუშა გიორგი დავითის ძე ჩაჩიბაია (სოფ. კიწია), იაკინთე სილიბისტროს ძეურუშაძე (1899წ.ოზურგეთის რნ. სო. თხინვალი), მოხალისე დიომიდე არსენის ძე კოროშინაძე  (1896 წ., ჩოხატაურის რნ. სოფ. ნაბეღლავი), მოხალისე სიმონ ეგნატეს ძე ჯინჭარაძე (1896 წ., ჩოხატაურის რნ. სოფ. ნაბეღლავი).

ბათუმში დაღუპული და მშობლიურ ადგილებში წასვენებული 17 ჩვენი თანამემამულე:

ოფიცერი სულავა, კონსტანტინე ესაძე, იამანიძე, იობაძე, გერმანე კვაჭაძე (დაკრძალულია ლანჩხუთის რნ. სოფ. ჭინათში), მანასე ლადიკოს ძე დოლიძე (დაკრძალულია ოზურგეთის რნ. სოფ. ასკანაში), ალი ხასანის ძე ასათიანი (დაკრძალულია ბათუმის მაზრის სოფ. ორთაბათუმში), ანთიმოზ ირაკლის ძე ლორია (სამტრედიის რნ. სოფ. ტოლები), ნიკოლოზ წულაძე (ლანჩხუთის რნ. სო. ქვიანი), ზეპირი გადმოცემით გურიაში წაუსვენებიათ:ლორია, ბოცვაძე,შანიძე, გეგუჩაძე, ბოლქვაძე, ძნელაძე.

ქართველი მსახიობი აკაკი ვასაძე თავის მემუარებში წერს: ბათუმიდან წაუსვენებიათ აგრეთვე: ქუთაისელი შალიკო ტურაბელიძე, ზემოური იმერელი ქარქაშაძე.

 

წყარო: ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფონდებში დაცული მასალა.

პეტიციამ საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ვერ დააგროვა.
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
- 06/02/2020
2
ნინო ლომაია 06/02/2020
3
ელისაბედ ჯოხთაბერიძე 07/02/2020
4
ვიოლეტა თავდგირიძე 09/02/2020
5
ილია ქარცივაძე 09/02/2020
6
თემური დიდმანიძე 13/02/2020
7
ნიკოლოზ ჩიქობავა 13/02/2020
8
გივი ნახუცრიშვილი 13/02/2020
9
ქეთევან გოგოლაძე 13/02/2020
10
რამინი მაჭარაშვილი 14/02/2020