ნინო ლომაია
გამოქვეყნებულია: 22.06.2021 16:03
დასრულების თარიღი: 31.07.2021 11:04
721
708

მწვანე უბნები ბათუმს

   ყველანი ვთანხმდებით, რომ ბათუმში დასახლების სიმჭიდროვის და მშენებლობის ბუმის პარარელურად მნიშვნელოვანია არსებობდეს მწვანე/რეკრეაციული სივრცეები, რომლებიც მოსახლეობას დაეხმარება სოციალიზაციაში და მისცემს შესაძლებლობას დამღლელი  სამუშაო დღის შემდეგ  დრო სასიამოვნოდ, მწვანე და სუფთა გარემოში გაატარონ.

   დღეის მდგომარეობით ბათუმში მხოლოდ 18 სტატუსის მქონე სივრცე გვაქვს, ეს რაოდენობა რა თქმა უნდა არასაკმარისია და გარდა ამისა,  რეალურად ბათუმს მეტი  სტატუსის მქონე სივრცის არსებობის პერსპექტივა აქვს.

   ქალაქ ბათუმში მწვანე სივრცეების მოძიებისა და აღწერის მიზნით შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც  შეისწავლა ბათუმის რეკრეაციული ტერიტორიები . აღნიშნულ სივრცეებში შედის ისეთი ტერიტორიები, რომლებსაც ყოველდღე ვხედავთ და ალბათ არც კი ვიცით, რომ უსტატუსოა, მაგალითად:  ხელოვნების მუზეუმთან, დრამატულ თეატრთან, ღვთისმშობლის ეკლესიასთან არსებული გამწვანებული სივრცეები.  ასევე კუნძულებად შემორჩენი რეკრეაციული ტერიტორიები როგორიცაა: ჭოროხის დელტა (გონიოს პოლიგონი), ფრიდონ ხალვაშის  გამზირის ნაძვნარი (სამრეწველო უბანი), ან თუნდაც ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული ხეივანი. ჩამონათვალი საკმაოდ დიდი და შთამბეჭდავია, ჩვენს ქალაქში არსებობს 93 სივრცე - რომელიც მზად არის მიენიჭოს სკვერის სტატუსი, 7 სივრცე- პარკის სტატუსი, ხოლო 6 სივრცე-  ხეივნის სტატუსი. სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ დანართად.

 წარმოდგენილი პეტიცია ემსახურება მსგავსი სივრცეების სახელდებას, შესაბამისი სტატუსის მინიჭებას და მათ დაცვას.  ჩვენი მიზანია ბათუმის 14-ვე  უბანში გვქონდეს თანაბარი და ხელმისაწვდომი მწვანე გარემო.

 

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
ნათია აფხაზავა 23/06/2021
2
ნინო ლომაია 24/06/2021
3
აზა გაბუნია 24/06/2021
4
გიორგი გაბუნია 24/06/2021
5
- 24/06/2021
6
- 24/06/2021
7
კახი კახიძე 24/06/2021
8
მეგი კახიძე 24/06/2021
9
- 24/06/2021
10
თათია ქათამაძე 25/06/2021