ნათია აფხაზავა
გამოქვეყნებულია: 25.03.2019 14:48
დასრულების თარიღი: 24.04.2019 14:48
0
708

მწვანე პოლიტიკის გაძლიერება

ალახგაზრდებსგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა 2018 წელს განახორციალა ქალაქის მწვანე პოლიტიკის მონიტორინგი,  ძირითადი აქცენტი გაკეთდა ორ საკითხზე: რამდენად არის ქალაქის ყველა უბანში რეკრეაციული სივრცით/სკვერით უზრუნველყოფილი და ასევე რამდენად აქვს აღნიშულ ზონებს სკვერის/პარკის სტატუსი. მიღებული ინფორმაციით გამოვლინდა , რომ ბათუმის შემოგარენი მდიდარია გამწვანებული ტერიტორიებით და მათი მრავალფეროვნებით.  რაც შეეხება საზოგადოებრივი დანიშნულების მწვანე ნარგავებს (სარეკრეაციო ტყის მასივი-ნაკრძალი, პარკები, სკვერები ), ქალაქის არსებული მონაცემები ამ მიმართებით მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

ქალაქის ფარგლებში არსებული საზოგადოებრივი დანიშნულების გამწვანებილი ტერიტორიები: 

ზღვისპირა პარკის გამწვანება              -    34.8 ჰა

ახალგაზრდობის პარკი                         -    15.0 ჰა

არდაგანის ტბის მიმდებარე გამწვანება  - 6.6 ჰა

მცირე ზომის სკვერები                              -  8.9 ჰა

                                                         --------

                                                სულ                65.3 ჰა

ამდენად, ქალაქ ბათუმის ერთ მცხოვრებზე მოდის 4.08 კვ.მ. საზოგადოებრივი დანიშნუ-ლების მწვანე ნარგავები ნაცლად ნორმით გათვალისწინებული მინიმუმ 12.0 კვ. მ.-სა, რაც მეტად დაბალი მაჩვენებელია.                                                                                    

გარდა აღნიშნულისა, ქალაქში  ფუნქციონირებს   ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომლის ფართობი შეადგენს  111.0 ჰა -ს . ბუნებრივია იგი ვერ ჩაითვლება ქალაქის მოსახლეობის აქტიური დასვენების ზონად.

ასევე გამოიკვეთა შემდეგი პრობლემური საკითხები:

Ø  მერიას და საკრებულოს არ გააჩნია ერთიანი ბაზა რეკრეაციული სივრცეებისა/პარკი/სკვერი;

Ø  მერიის მიერ მოწოდებული რეკრეაციული სივრცეების ჩამონათვალთაგან 50 % ზე მეტს არ აქვს სკვერის/პარკის სტატუსი;

Ø  ქალაქის ისეთი უბნები როგორიცაა: სამრეწველო , კახაბერი, ბონი გოროდოკი, აღმაშენებელი, თამარის დასახლებეში მწვანე სივრცეების ნაკლებობაა. მაშინ როცა აღნიშული უბნებში ყველაზე მეტად არის სამრეწველო და საცხოვრებელი ობიექტები.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელობა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის დამუშვების დროს ზემოთაღნიშნული ნორმატიული კომპონენტის სრულყოფაზე საჭიროა გამახვილდეს ჯეროვანი ყურადღება, ასევე ქალაქმა შეიმუშავოს გამწვანების სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ქალაქის სრული ტერიოტორიის მოცვაზე, დეკორატიული და ეკოლოგიური გამწვანების ბალანსზე და ასევე არსებული სივრცეების GIS ფორმატის პერმანენტულ აღრიცხვზე.

პეტიციამ საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ვერ დააგროვა.
პეტიციას ხელმოწერები არ აქვს