აკაკი გვიანიძე
გამოქვეყნებულია: 26.12.2019 15:08
დასრულების თარიღი: 25.01.2020 15:08
750
708

აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამების განთავსება მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე

საინიციატივო ჯგუფი "სტუდენტები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოდის, მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე აზარტული თამაშების (ტოტალიზატორების, კაზინოების, ონლაინ კაზინოების) რეკლამების განთავსების აკრძალვის წინადადებით. 

უახლესი სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში აზარტულ თამაშებში ჩართულია 700 000 -დან 1 000 000 პირამდე, რასაც მივყავართ ჭარბვალიანობამდე, ხშირ შემთხვევაში კი ფატალურ შედეგებამდეც. 

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ანუ "ლუდომანია" დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით არასრუწლოვნების მიერ ოჯახის წევრების პირადი მონაცემებით სარგებლობა.  

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვთხოვთ გაატაროს შესაბამისი ზომები (მიიღოს სამართლებრივი  აქტი ან/და შეიტანოს ცვლილება უკვე არსებულში) და აუკრძალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის დაფუძნებულ შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტს" ავტობუსებზე აზარტული თამაშების რეკლამების განთავსება. 

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ნაბიჯი არ არის საკმარისი პრობლემის სრულად მოგვარებისთვის, მაგრამ ამასთან საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება პირველი სერიოზული ნაბიჯი ლუდომანიასთან, როგორც დაავადებასთან ბრძოლის საქმეში. 

პეტიცია დასრულებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 101-ე მუხლის თანახმად პეტიციამ ,,აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამების განთავსება მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე“ მას შემდეგ, რაც დააგროვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ხმების საჭირო რაოდენობა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ შემდგომი განხილვისათვის გადაგზავნილ იქნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საკითხის საბოლოო გადაწყვეტის მიზნით. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სათამაშო ბიზნესის სარეკლამო საშუალების მუნიციპალურ ავტობუსებზე განთავსების აკრძალვა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პეტიციით გათვალისწინებული საკითხი მიღებული იქნა ცნობად.
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
აკაკი გვიანიძე 27/12/2019
2
გიორგი მიქელაძე 27/12/2019
3
მარიამ ცეცხლაძე 27/12/2019
4
ნანა ანთაძე 27/12/2019
5
ნონა ანთაძე 27/12/2019
6
თათია გვიანიძე 27/12/2019
7
ირინა გვიანიძე 27/12/2019
8
ამირან ბასილაძე 27/12/2019
9
ლიანა თოლორდავა 27/12/2019
10
გიორგი წინწკალაძე 27/12/2019