მარია ბარამიძე
გამოქვეყნებულია: 23.06.2021 14:35
დასრულების თარიღი: 23.07.2021 14:35
163
157

მოქალაქეთა ხელსაყრელი მობილობის უზრუნვეყოფა ქედის მუნიციპალიტეტში

სოფლის მოსახლეობას აქვს შიდა გადაადგილების პრობლემა სოფლიდან ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრამდე, რის გამოც ხშირ შემთხვევაში ბავშვები ვერ დაჰყავთ საბავშვო ბაღში, უარს ამბობენ ქედის ცენტრში სამსახურის დაწყებაზე, სწავლასა და შეხვედრებში მონაწილეობაზე და შესაბამისად მოსახლეობა, განსაკუთრებით მაღალმთიანი სოფლებიდან, რჩება ინფორმაციის გარეშე. ძირითადად, ტრანსპორტი ფუნქციონირებს დღეში ერთხელ ქალაქ ბათუმის მიმართულებით დილით და საღამოს ბრუნდება უკან. რაც არ არის საკმარისი იმისათვის რომ მოსახლეობის საჭიროებები სრულად იყოს დაკმაყოფილებული. არსებული ტრანსპორტით კი მოსახლეობას აგრარულ ბაზარში სოფლის მეურნეობის პროდუქტები მიაქვს გასაყიდად, უკანა გზაზე კი სურსათით ბრუნდება. ტრანსპორტში კი ამ დროს ძალიან ბევრი ადამიანი, ტვირთით იყრის თავს, რაც ასევე საგანგაშოა პანდემიის პირობებში.

ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივებს დაბიდან სოფლამდე და სოფლიდან დაბამდე გადაადგილებისათვის უწევთ ტაქსის ქირაობა, რომელიც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა ფეხით უწევს კილომეტრობის გავლა და ტვირთის გადაზიდვა ხელით.

სოფლის სკოლებიდან ახალგაზრდები სწორედ ტრანსპორტის პრობლემის გამო ვერ ერთვებიან მუნიცაპილიტეტის მიერ დაგეგმილ აქტივობებში, შესაბამისად ისინი მოკლებულნი არიან ამ სიკეთეს. პრობლემა განსაკუთრებულ სირთულეს უქმნის გოგონებსა და ქალებს - მათ უფრო მეტად უწევთ უარის თქმა სხვადასხვა ღონისძიებებსა და შეხვედრებში მონაწილეობაზე.    ხშირად დაბაში დასაქმებულები, ტრანსპორტის არ არსებობის გამო ბინას ქირაობს მუნიციპალიტეტის ცენტრში, რაც ასევე დამატებითი ხარჯია სოფლის მოსახლეობისთვის. 

აღნიშნულ პრობლემას კვლევების გარდა ამყარებს ქედის ქალთა ოთახის ვიზიტორები, რომლებიც წლებია ითხოვენ დახმარებას. ქალთა ოთახი ძირითად აქტივობებს ქალებისა და გოგონებისთვის ახორციელებს, თუმცა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი ინტერესის მიუხედავად ისინი ვერ ახერხებენ ჩართვას ქალთა ოთახის მიერ ჩატარებულ შეხვედრებში და რა თქმა უნდა ამის ძირითადი მიზეზი ტრანსორტის არარსებობაა.

საინიციატივო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის დროს გამოვლინდა, რომ ქედის მუნიციპალიტეტის 64  სოფლიდან 43 სოფელში მოსახლეობა ითხოვს ტრანსპორტს ქედის ცენტრამდე.

მათ ტრანსპორტი ესაჭიროებათ:

  • ქედის ცენტრში სამსახურში მისასვლელად;
  • საბავშვო ბაღში ბავშვების დასატოვებლად;
  • აბიტურიენტებს ქედის ცენტრში მასწავლებლებთან მისასვლელად;
  • ბანკში ვიზიტისთვის;
  • აფთიაქში წამლების შესაძენად;
  • სურსათის საყიდლად;
  • სხვადასხვა ტრენინგებსა და შეხვედრებზე მონაწილეობის მისაღებად;
  • მერიასა თუ სხვა სახელმწიფო სამსახურებში მოსახურების მისაღებად.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 05 დეკემბრის №60 განკარგულება ,,ქედის მუნიციპალიტეტის მდგრადი ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ითვალისწინებს  ქედის მუნიციპალიტეტში მდგრადი ტრანსპორტის დასანერგად განხორციელებელ კომპლექსურ და ურთიერთდაკავშირებული ღონისძიებებს სატრანსპორტო სერვისების სხვა და სხვა დონეების მეშვეობით, მათ შორის მგზავრთა ტრანსპორტირებას მოშორებული არეალებიდან მთავარი დერეფნებისკენ, სადაც ისინი შეძლებენ სასურველი სერვისების მიღებას და უკან დაბრუნებას.

პეტიციის ხელმომწერთა მოთხოვნაც სწორედ ამ კონცეფციის შემადგენელი ნაწილია, რაც გულისხმობს მოქალაქეთა გადაადგილების უზრუნველყოფას დასახლებული პუნქტებიდან დაბა ქედის ცენტრამდე.

,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6-ე დადგენილების 117-ე მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩეველი მარია ბარამიძე (მცხოვრები: ქედა, სოფელი დანდალო) წარმოგიდგენთ პეტიციას წინანდადების სახით შემდეგ საკითხზე: მოქალაქეთა ხელსაყრელი მობილობის უზრუნვეყოფა ქედის მუნიციპალიტეტში.

2021 წლის 29 ოქტომბრის N38 განკარგულებით ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცნობად მიიღო ქედის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში მოქალაქე მარია ბარამიძის პეტიციის შესახებ,რომელიც შეეხებოდა ,,მოქალაქეთა ხელსაყრელი მობილობის უზრუნველყოფას ქედის მუნიციპალიტეტში."

მუნიციპალიტეტის მერიამ განიხილა მოქალქე მარია ბარამიძის მიერ, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი ელექტრონული პეტიციაში დასმული საკითხი და განმარტა, რომ გასათვალისწინებელია იმ მგზავრთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა, რომლებიც მგზავრობენ სოფლებიდან დაბის მიმართულებით. საწყის ეტაპზე შესაძლებელი იქნება მოხდეს ბიუჯეტიდან შესაბამისი შესყიდვის განხორციელება პროგრამულად, კერძოდ: შერჩეული უნდა იქნას რამოდენიმე სოფელი, სადაც მგზავრთა რაოდენობა შედარებით მაღალია სამუშაო დღეებში. დაქირავებული ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანა შეიძლება მოხდეს სოფლებიდან ცენტრალურ გზამდე, რომლის ხარჯები დაიფარება პროგრამიდან ისე როგორც, ეს ხდება სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების დროს და ხარჯები იქნება მიზერული, რისი დაფინანსებაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესაძლებელი იქნება.

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
მარია ბარამიძე 23/06/2021
2
ნარგიზ სურმანიძე 23/06/2021
3
- 23/06/2021
4
სემინაზ დიასამიძე 23/06/2021
5
- 23/06/2021
6
გიორგი ბარამიძე 23/06/2021
7
მზია შავაძე 23/06/2021
8
მალვინა ესებიძე 23/06/2021
9
- 23/06/2021
10
თამილა შანთაძე 23/06/2021