დავით ანანიძე
გამოქვეყნებულია: 15.11.2018 13:05
დასრულების თარიღი: 15.12.2018 00:00
213
157

ზვარის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კეთილმოწყობისა და მცირე სკვერის გაკეთების შესახებ

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარეს ბატონ შუქრი თურმანიძეს

მოქალაქე დავით ანანიძის

(მცხოვრები: დაბა ქედა, რუსთველის ქ. #13, ბინა 7;

მობ.: 599 279562; ელ. ფოსტა: d.ananidze@iod.ge)

 

პეტიცია

 

ზვარის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კეთილმოწყობისა და მცირე სკვერის გაკეთების შესახებ

 

ზვარის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრში, რომელსაც ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი კვეთს მარჯვენა და მარცხელნა მხარეს, გზასთან ახლოს განლაგებულია ადმინისტრაციული ერთეულის შენობა-ნაგებობა, სკოლა და ეკლესია. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ინტენსივობით იმატა, როგორც ადგილობრივი და გარე ტურისტების, ასევე მომლოცველების რაოდენობამ. არასაკმარისი ტერიტორიის გამო ხშირად იქმნება სატრანსპორტო მიმოსვლის შეფერხების  და მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე, ვინაიდან ცენტრს არ აქვს საკმარისი ტერიტორია, სადაც იქნება თავშეყრის ადგილი და ასევე მოეწყობა მცირე სარეკრეაციო ზონა.  აღნიშნული პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ცენტრის კეთილმოწყობით რის შედეგად გაჩნდება ტერიტორია, სადაც მოსახლეობას შეეძლება თავშეყრა და მცირე სარეკრეაციო ზონით სარგებლობა.

 

საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს 86-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6-ე დადგენილების 117-ე მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩეველი დავით ანანიძე (მცხოვრები: დაბა ქედა, რუსთველის ქ. #13, ბინა 7; მობ.: 599 279562; ელ. ფოსტა: d.ananidze@iod.ge) წარმოგიდგენთ პეტიციას წინანდადების სახით შემდეგ საკითხზე: ზვარის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კეთილმოწყობისა და მცირე სკვერის გაკეთება.

2019 წლის 25 იანვრის N4 განკარგულებით ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცნობად მიიღო ქედის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში მოქალაქე დავით ანანიძის პეტიციის შესახებ,რომელიც შეეხებოდა „ზვარის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კეთილმოწყობისა და მცირე სკვერის გაკეთებას“.

მუნიციპალიტეტის მერიამ განიხილა მოქალქე დავით ანანიძის (მცხოვრები დაბა ქედა, რუსთაველის ქუჩა N13 ბინა 7) მიერ, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი ელექტრონული პეტიცია ზვარის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კეთილმოწყობისა და მცირე სკვერის გაკეთების თაობაზე და მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე დაიგეგმოს ელექტრონული პეტიციის შესასრულებლად შესაბამისი სამუშაოები, რისთვისაც 2019 წლის 17 იანვარს გამოცხადებული იქნა ტენდერი (NAT190000941) საჭირო პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესყიდვის მიზნით. სატენდერო პროცედურის დასრულება მოხდება 2019 წლის 25 მაისამდე, რის შემდგომ გაფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებულ პრეტედენტთან და ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში მის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად გამოცხადებული იქნება ტენდერი
დაგეგმილი სამუშაოების შესყიდვის მიზნით. სატენდერო პროცედურის დასრულებისათვის საჭირო დროის გათვალისწინებით 2019 წლის მეორე ნახევარში მოხდება სამუშაოების დასრულება და ზვარის თემის ცენტრში აშენებული იქნება ახალი მცირე სკვერი, რომლის შესყიდვა მოხდება ბიუჯეტში პარკებისა
და სკვერების კეთილმოწყობისათვის გამოყოფილი ხარჯებიდან.

 

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
ჯაბა ლორთქიფანიძე 15/11/2018
2
- 15/11/2018
3
დავით ფალავანდიშვილი 15/11/2018
4
მადონა ფალავანდიშვილი 15/11/2018
5
ზურაბ კეკელიძე 15/11/2018
6
ია კახიძე 15/11/2018
7
მალვინა კონცელიძე 15/11/2018
8
ირაკლი დიასამიძე 15/11/2018
9
სოფიო ანანიძე 15/11/2018
10
ნინო შოთაძე 15/11/2018