გენადი ბერიძე
გამოქვეყნებულია: 12.03.2019 15:37
დასრულების თარიღი: 11.04.2019 15:37
165
157

ააიპ ქედის სასპორტო სკოლის საჭიდაო დარბაზზე გურამ ჯიჯავაძის სახელის მინიჭების შესახებ

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარეს ბატონ შუქრი თურმანიძეს

მოქალაქე გენადი ბერიძის

(მცხოვრები: დაბა ქედა, თამარ მეფის ქ. #3;

მობ.: 577 08 65 82 ელ. ფოსტა: geno.beridze1973@gmail.com)

 

პეტიცია

 

ააიპ ქედის სასპორტო სკოლის საჭიდაო დარბაზზე გურამ ჯიჯავაძის სახელის მინიჭების შესახებ

 

ააიპ ქედის სასპორტო სკოლის საჭიდაო დარბაზი გაიხსნა 2011 წელს, რისი მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. საჭიდაო დარბაზი მომსახურებას უწევს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს და ჭიდაობით დაინტერესებულ მოქალაქეებს. ქედის მუნიციპალიტეტში ჭიდაობა როგორც სპორტის სახეობა და ქართული ტრადიციების ერთ-ერთი ნაწილი ბატონ გურამ ჯიჯავაძის სახელს უკავშირდება. ბატონი გურამი დაიბადა 1949 წელს ქედის რაიონ სოფელ წონიარისში, 1979 წელს მუშაობა დაიწყო ვაიოს საშუალო სკოლაში, 1981 წელს დაინიშნა ქედის სპორტული სკოლის დირექტორის მოადგილედ, ბატონი გურამი ბავშვობიდან გამოირჩეოდა სპორტის უდიდესი სიყვარულით, არაერთხელ იყო აჭარის ჩემპიონი, და რესპუბლიკური ტურნირის პრიზიორი. ბატონი გურამი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა მომავალ თაობას. 

 

საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს 86-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6-ე დადგენილების 117-ე მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩეველი გენადი ბერიძის (მცხოვრები: დაბა ქედა, თამარ მეფის ქ. #3; მობ.: 577 08 65 82 ელ. ფოსტა: geno.beridze1973@gmail.com) წარმოგიდგენთ პეტიციას წინანდადების სახით შემდეგ საკითხზე: ააიპ ქედის სასპორტო სკოლის საჭიდაო დარბაზზე გურამ ჯიჯავაძის სახელის მინიჭების შესახებ.

 

 

2019 წლის 20 ნოემბრის  მაისის N53 განკარგულებით ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ა(ა)იპ ქედის სასპორტო სკოლის საჭიდაო დარბაზს (ს/კ №21.03.35.040; შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 303.87 კვ.მ.) მიენიჭოს - ,,გურამ ჯიჯავაძის სახელობის ქედის საჭიდაო დარბაზი“-ს სახელი.

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
დავით ანანიძე 12/03/2019
2
Jaba Lortqifanize 12/03/2019
3
ლევან სურმანიძე 18/03/2019
4
გოჩა ბეჟანიძე 18/03/2019
5
როსტომ ბერიძე 18/03/2019
6
არჩილ ბეჟანიძე 18/03/2019
7
ზაზა ყადიძე 18/03/2019
8
განადი ბერიძე 18/03/2019
9
ნაზიმ დევაძე 18/03/2019
10
აკაკი სურმანიძე 18/03/2019