მარიამ დიმიტრაძე
გამოქვეყნებულია: 04.06.2021 11:20
დასრულების თარიღი: 04.07.2021 11:20
12
677

ახალგაზრდული სივრცის მშენებლობა ქობულეთის მუნიციპალიტეტში

პეტიციით მივმართავთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ყველა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რომ აშენდეს ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალგაზრული სივრცე, სადაც ქობულეთელ ახალგაზრდებს შეეძლებათ თავისუფალი დროის სწორად და პროდუქტიულად დახარჯვა..

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში თითქმის არსადაა ისეთი ადგილი, სადაც ახალგაზრდებს თავისუფალ დროს შეკრება და ინფორმაციის გაცვლა შეეძლებათ. ამის ნაცვლად, ისინი ხშირად ხვდებიან ქუჩაში და სამწუხაროდ ამასთან ერთად ბევრ მავნე ჩვევას იჩენენ ხოლმე. თუ ქუჩაში გასვლის შესაძლებლობა არ აქვთ, დროის უდიდეს ნაწილს კომპიუტერთან ან მობილურთან ატარებენ, რაც ხშირ შემთხვევაში დროის გაყვანის მცდელობაა და ახალგაზრდებს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას ართმევს, ასევე იწვევს საშინელ დამოკიდებულებას.

ახალგაზრდულ სივცეს უნდა ჰქონდეს ბიბლიოთეკა, რომელიც აღჭურვილი იქნება მხატვრული თუ სამეცნიერო ლიტერატურით, უნდა იყოს კომფორტული სასაუბრო სივრცე, სადაც ახალგაზრდები ინფორმაციის გაცვლასა და ჯანსაღ კომუნიკაციას  მოახერხებენ, ასევე აუცილებელია პრეზენტაციებისა და ვორქშოპების აუდიტორიაც, რათა შესაძლებელი იყოს ახალი უნარების გამომუშავება, ინფორმაციის მიღება და გაცვლა. ახალგაზრდულ სივცეში ასევე აუცილებელია სპორტული სივრცის არსებობა, რომელიც სპეციალური ინვენტარით იქნება აღჭურვილი და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ეს იქნება შესაძლებლობა და მოტივაციაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რათა დაინტერესდნენ ჩვენი მუნიციპალიტეტით და ბევრი საინტერესო ღონისძიება შემოგვთავაზონ.

მსგავსი დაწესებულების მშენებლობა დაეხმარება ახალგაზრდებს დროის მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოყენებააი, კომუნიკაციასა  და საკუთარი შესაძელებლობების განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პროექტი დიდ რესურსთან არის დაკავშირებული, ჩვენ გვჯერა, რომ საჭირო მოტივიაციის არსებობის შემთხვევაში, აბსოლიტურად რეალურია პროექტის სისრულეში მოყვანა. 

 

პეტიციამ საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ვერ დააგროვა.
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
თამარ გოხიძე 04/06/2021
2
- 04/06/2021
3
გალაქტიონ ფახურიძე 04/06/2021
4
- 04/06/2021
5
ბეგი ტაკიძე 04/06/2021
6
ლევან ამირანიძე 04/06/2021
7
ნათია ქავჯარაძე 04/06/2021
8
ნათია ქავჯარძე 04/06/2021
9
ლანა ფარტენაძე 04/06/2021
10
ანა ცეცხლაძე 04/06/2021