ვიოლა არძენაძე
გამოქვეყნებულია: 05.07.2023 11:27
დასრულების თარიღი: 04.08.2023 11:27
54
677

სატრანსპორტო პრობლემა ჩოლოქის მეურნეობაში

მოგმართავთ ჩოლოქის მეურნეობის მოსახლეობის სახელით, რათა აღმოფხვრილ იქნას ტრანსპორტის პრობლემა ჩოლოქის მეურნეობაში. 

მოგეხსენებათ, ჩოლოქის მეურნეობისთვის გამოყოფილია "ყვითელი ავტობუსი", რომელიც დღის განმავლობაში სამ რეისს აკეთებს(ჩოლოქის მეურნეობა-ქობულეთი-ბათუმი).  თუმცა ავტობუსი ძველი და გაუმართავია. ხშირია შემთხვევები, როცა ავტობუსი წყობიდან გამოდის, ფუჭდება და მოსახლეობა ვერ ახერხებს წასვლას სამსახურში, სასწავლებელში და ა.შ  ასევე, ყოფილა შემთხვევები, როცა ავტობუსი შუა გზაში ჩამქრალა.   ამასთან სრულიად ძველია ავტობუსის კარები, სკამები, იატაკი და ჭერი. წვიმისას ავტობუსში წყალი შემოდის ყველა მხრიდან. სველდება სკამები, მოსახლეობას კი უწევს ფეხზე დგომა. 

ბოლო პერიოდის განმავლობაში ავტობუსი ძალიან ხშირად ფუჭდება, რაც რიგ პრობლემებს ქმნის. საჭიროა ამ პრობლემის აღმოფხვრა, რათა მოსახლეობამ თავისუფლად შეძლოს გადაადგილება. 

 

პეტიციამ საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ვერ დააგროვა.
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
ლუკა არძენაძე 09/07/2023
2
ლეილა არძენაძე 09/07/2023
3
ნეატან კეკელიძე 09/07/2023
4
ნანული კეკელიძე 09/07/2023
5
ლაშა ელიეშვილი 09/07/2023
6
Natia Kakabadze 09/07/2023
7
ვიოლა არძენაძე 09/07/2023
8
Sofiko Makharadze 09/07/2023
9
Manoni Kochalidze 09/07/2023
10
- 09/07/2023