ნატო მიქელაძე
გამოქვეყნებულია: 24.07.2023 12:46
დასრულების თარიღი: 27.08.2023 10:55
751
677

შინაური ცხოველების კასტრაციისა და სტერილიზაციის უფასო მუნიციპალური პროგრმის შექმნა და ცხოველთა თავშესაფრის აშენება

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოების ერთობლივი პეტიცია

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის არარსებობა სახელდება.

მუნიციპალიტეტს არ აქვს შემუშავებული მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის სტრატეგია.  მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა მეტყველებს, რომ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური გზა ცხოველის გამრავლების უნარის შეზღუდვაში მდგომარეობს, გადაწყვეტილების მიმღები პირები ვერ აანალიზებენ რომ ეს სარგებელთან ერთად, ზიანის შემცირების და ადამიანების უსაფრთხოების დაცვისკენ გადადგმული ქმედითი ნაბიჯია.

დედაქალაქისგან განსხვავებით, საქართველოს ფაქტობრივად არც ერთ ქალაქში არ არსებობს უფასო ან შეღავათიანი სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა, მათ შორისაა ქობულეთიც. მიუხედავად ამ მიმართულებით არსებული დიდი მოთხოვნისა, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა მუნიციპალური თავშესაფრის აშენება, სადაც ადამიანები მსგავსი სერვისით სარგებლობას შედარებით შეღავათიანი პირობებით, ან უფასოდ შეძლებდნენ.

ამ ეტაპზე მუნიციპალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად  70 000 ლარამდე თანხა მხოლოდ ქუჩის მაწანწალა ძაღლების პოპულაციის რეგურირების ღონისძიებეში იხარჯება,  რაც სრულიად არაეფექტური ხარჯია ქალაქისთვის და არ არის გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე. 

 პეტიციის მიზანია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2024 საბიუჯეტო წლიდან შეიქმნას შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის უფასო მუნიციპალური პროგრამა.  პროგრამით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს ქობულეთში რეგისტირებულ ან/და ქობულეთში მუდმივად მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესბულ პირს 2024  საბიუჯეტო წლის განმავლობაში. ამ გზით შემცირდება ქალაქისა და მიმდებარე სოფლების ტერიტორიაზე შინაური ცხოველების მიტოვების ფაქტები, რომლებიც მათ არასასურველ გამრავლებას უკავშირდება. ხოლო 2025 წლიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტში აშენდეს ცხოველთა თავშესაფარი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით შექმნილ დაწესებულებას, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთავსება, მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენა და შემდგომი პროცედურების განხორციელება.  აქედან გამომდინარე აშენდეს  ცხოველთა დროებითი და ხანგძლივი განთავსების თავშესაფარი შესაბამისი სტანდარტებით, რომელიც აღჭურვილი იქნება ლაბორატორიით, ვეტერინარული, საკარანტინო, გასეირნებისთვის შესაბამისი სივრცეებით და განთავსების ვოლიერებით. ასევე აღნიშნულმა თავშესაფარმა უნდა უზრუნველყოს 2024 წელს შექმნილი საბიუჯეტო პროგრამის ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის უფასო მუნიციპალური პროგრამის  განხორციელება.

პეტიცია დასრულებულია
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
ნატო მიქელაძე 24/07/2023
2
მაია პაპუნაიშვილი 24/07/2023
3
გელა კვაჭაძე 24/07/2023
4
- 24/07/2023
5
ნინი ბერიძე 24/07/2023
6
ნათია მიქელაძე 24/07/2023
7
- 24/07/2023
8
ამირანი ცეცხლაძე 24/07/2023
9
ნაია დალაქიშვილი 24/07/2023
10
ინგა ტაკიძე 24/07/2023