ანა ბაჟუნაიშვილი
გამოქვეყნებულია: 11.10.2023 09:31
დასრულების თარიღი: 10.11.2023 09:31
701
677

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჭახათის თემის სოფლებისთვის მაღალმთიანი დასახლებების სტატუსის მინიჭების შუამდგომლობის მომზადებისა და სოფელ ჭახათში მუნიციპალური საბავშვო ბაღის მშენებლობის შესახებ

მოგმართავთ  ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჭახათის თემში (ჭახათი, ვარჯანული, კაკუჩა, კეჭიეთი, კობალაური, ოხტომი, ტყემაკარავი) მცხოვრები მოქალაქეებისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” სამოქალაქო საბჭოების ერთობლივი შუამდგომლობით - თემისთვის მაღამთლიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შუამდგომლობის დაყენებასთან და სოფელ ჭახათში საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით.

სოფელში მთავარ პრობლემად ადგილობრივებს თემის სოფლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მოხსნა მიაჩნიათ. აღნიშნული სტატუსი თითქმის ორი ათეული წლის წინ მოიხსნა და  მას შემდეგ არაერთი დაპირების მიუხედავად, არ აღდგენილა. 

ჭახათის თემის მაცხოვრებლები  თემის დაცლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ სტატუსის უქონლობას, ხოლო მის აღდგენას მიგრაციის შემაფერხებელ  მნიშვნელოვან ფაქტორად განიხილავენ.   გარდა იმისა, რომ ეს საჭიროება უშუალოდ თემის მოსახლეობას უდგას, აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს უამრავი ტურისტი სტუმრობს და შესაბამისად, არსებობს ეკონომიკური საქმიანობის საწარმოებლად შესაბამისი პოტენციალი. შესაძლოა, სტატუსის მინიჭებამ და მასთან დაკავშირებულმა შეღავათებმა გაცილებით ინტენსიური გახადოს ადგილობრივების ეკონომიკური და ბიზნეს საქმიანობა. 

მაღალმთიანი რეგიონების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი (კერძოდ, პირველი და მეოთხე პუნქტები) საკმარისზე მეტ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მთავრობის შესაბამის საბჭოს მიმართოს შუამდგომლობით, რომ ჭახათის თემს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს.

ამასთან, აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტმა შესაბამისი პროექტის მომზადების შემდეგ ფინანსური რესურსი გამოყოს სოფელ ჭახათში საბავშვო ბაღის ასაშენებლად ან/და არსებულ ადმინისტრაციულ შენობაში საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად - ადგილობრივებს შვილების წაყვანა მეზობელ  სოფელში (სოფელ ქობულეთი) უწევთ, რაც, ცხადია, ყველა ოჯახს არ შეუძლია, ამიტომ ბაღის არსებობა სოფელში სასიცოცხლოდ აუცილებელია.

პეტიცია დასრულებულია
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
ნატო მიქელაძე 11/10/2023
2
გიული მიქელაძე 11/10/2023
3
- 11/10/2023
4
ნათია მიქელაძე 11/10/2023
5
მაია ბეჟანიძე 11/10/2023
6
მაია პაპუნაიშვილი 11/10/2023
7
მერი ცინარიძე 11/10/2023
8
ლია კენჭაძე კენჭაძე 11/10/2023
9
მარიკა ართმელაძე 11/10/2023
10
ეკა ათაბაძე 11/10/2023