მადონა სურგულაძე
გამოქვეყნებულია: 12.09.2018 17:52
დასრულების თარიღი: 12.10.2018 17:52
351
315

ქალაქ ოზურგეთში, ი. შემოქმედელის ქუჩა #45-ში მდებარე ყოფილი “რაიკავშირის“ შენობისა და მის მიმდებარე 9605.00 კვ.მ. ტერიტორიის ადგილას კულტურისა და დასვენების პარკის და სპორტული მოედნის მოწყობა

ქალაქ ოზურგეთში, ი. შემოქმედელის ქუჩა #45-ში მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყოფილი „რაიკავშირის“ შენობა, 9605.00 კვ.მ. საერთო ფართის მოცულობის მიმდებარე ტერიტორიით (ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო). აღნიშნული შენობა უკვე წლებია უფუნქციოდაა მიტოვებული, არის მთლიანად ამორტიზებული, საეჭვო პირთა თავშესაფრად გადაქცეული და წარმოადგენს საშიშ ზონას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მხრივ როგორც ადგილობრივ მცხოვრებთათვის, ისე ქუჩაზე გზად მიმავალი ნებისმიერი ადამიანისათვის. შენობის ფაქტიური მდგომარეობა ასევე საფრთხეს უქმნის მის შიგნით დროდადრო მოთამაშე ბავშვების სიცოცხლეს. გარდა ამისა, მთლიანად მოუვლელია ყოფილი „რაიკავშირის“ შენობის მიმდებარე 9605.00 კვ.მ. ფართის ტერიტორიაც, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად ანტისანიტარიისა და ქვეწარმავლების ბუდედაა გადაქცეული, რაც დამატებით მომეტებული საფრთხის რისკის ქვეშ აყენებს ახლომახლო მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

ნიშანდობლივი და საგულისხმოა, რომ იაკობ შემოქმედელის ქუჩა არის ქალაქ ოზურგეთში სიდიდით მეორე ქუჩა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებულ ქუჩას წარმოადგენს; თუმცა, მიუხედავად ამ გარემოებისა, აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებ ბავშვებს, ფაქტიურად, არც ერთი დასასვენებელი სკვერი (პარკი) თუ სპორტული მოედანი არ აქვთ, სადაც მათ (და არა მარტო მათ) შესაძლებლობა ექნებათ, დაისვენონ და შინაარსიანად გაატარონ თავისუფალი დრო. შესაბამისად, მიზანშეწონილია, თუკი, ყოფილი „რაიკავშირის“ შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ადგილას მოეწყობა კულტურისა და დასვენების პარკი (სკვერი) და სპორტული მოედანი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და მისგან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვთ:

(1) ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა დაიწყოს სათანადო წარმოება ქალაქ ოზურგეთში, ი. შემოქმედელის ქუჩა #45-ში მდებარე ყოფილი „რაიკავშირის“ შენობისა და მისი მიმდებარე 9605.00 კვ.მ. ფართის ტერიტორიის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (ბალანსზე) გადმოსაცემად, ქვემოთ (მოთხოვნის მე-2 პუნქტში) მითითებული კონკრეტული მიზნით;

(2) ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ქალაქ ოზურგეთში, ი. შემოქმედელის ქუჩა #45-ში მდებარე ყოფილი „რაიკავშირის“ შენობისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების ნარჩენების დემონტაჟი, ტერიტორიის სრული გასუფთავება და მის ადგილას კულტურისა და დასვენების პარკის (სკვერის) და სპორტული მოედნის მოწყობა;

(3) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უზრუნველყოს წინამდებარე პეტიციაში დასმული საკითხების ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად შესწავლა, განხილვა და სათანადო რეაგირება (გადაწყვეტა).

 

პეტიცია დასრულებულია
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
მადონა სურგულაძე 13/09/2018
2
მანანა სურგულაძე 13/09/2018
3
მერაბი ძნელაძე 13/09/2018
4
დავით ძნელაძე 13/09/2018
5
ავთანდილ ძნელაძე 13/09/2018
6
სოფიკო კალანდაძე 13/09/2018
7
თამარ ზვიადაძე 13/09/2018
8
ქეთევან დგებუაძე 13/09/2018
9
თამარ კალანდარიშვილი 13/09/2018
10
შოთა ჯაბუა 13/09/2018