ლაშა გოგოტიშვილი
გამოქვეყნებულია: 19.02.2019 16:46
დასრულების თარიღი: 21.03.2019 16:46
357
315

პარკი სოფელ დვაბზუს

მოგახსენებთ,რომ სოფელი დვაბზუ ერთ-ერთი გამორჩეული და ლამაზი სოფელია,თავისი კულტურული ძეგლებით და გეოგრაფიული მდგომარეობით.სოფელი დვაბზუ ქალაქთან ახლოს მდებარეობს და მჭიდრო დასახლებით გამოირჩევა.დვაბზუში ტურისტული პოტენციალიც არსებობს და განსაკუთრებით გამორჩეული ადგილი არის შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი.სოფელი დვაბზუ გამოირჩევა თავისი ბუნებრივი პირობებით ,სოფელში მოედინება მდინარე ნატანები,სადაც ინერტული მასალის მოპოვება მიმდინარეობს და კარიერებია განთავსებული.სოფელში ორი მნიშვნელოვანი ქარხანა ფუნქციონირებს: ბენტონიტის და ასფალტის გადამამუშავებელი ქარხანა.სოფელში არის 7 თხილის სატეხი,სარიტუალო დარბაზი,ჩაის ფაბრიკა და სხვა მნიშვნელოვანი საწარმო ობიექტები,რომლისგანაც გადასახადები შედის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და მნიშვნელოვნად აისახება. გამომდინარე ბიუჯეტში დვაბზუდან შეტანილი წვლილისა  იქნებ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განსაკუთრებით იქნეს ყურადღება მიქცეული სოფლის მოსახლეობის მოთხოვნაზე,რომელიც მდგომარეობს შემდეგში: გვსურს სოფელ დვაბზუს ცენტრში გაკეთდეს პარკი,იმ ადგილას ,სადაც ამჟამად ძველი დანგრეული (ბამბუკის) შენობაა და სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს მისი არსებობა. აღნიშნული შენობის ეზოში მოსახლეობამ აღმოაჩინა ქვეწარმავალი,რაც დიდი საფრთხეს ქმნის და ამ შენობის გვერდით მდებარეობს საბავშვო ბაღი და სკოლა,სადაც ბავშვები მუდმივად მოძრაობენ. ჩვენ - სოფლის მოსახლეობა და განსაკუთრებით ახალგაზრდები მოგმართავთ ,რომ,მოხდეს ძველი შენობის დემონტაჟი და მის ადგილას მოეწყოს პარკი. ამ შენობის წინ არის დვაბზუს წმინდა გიორგის ეკლესია და ახალგაზრდების დიდი ინტერესია ამ პეტიციის სისრულეში მოყვანა.სოფელ დვაბზუს ცენტრში პარკის მოწყობა გაალამაზებს სოფლის იერსახეს,აგრეთვე სოფლის მოსახლეობას სასიამოვნო შეკრების ადგილი გაუჩნდებათ. გთხოვთ , განიხილოთ ჩვენს მიერ შემოტანილი პეტიცია და გადაწყვიტოთ დადებითად.

პეტიცია დასრულებულია
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
- 19/02/2019
2
ზაზა შოშიტაიშვილი 19/02/2019
3
ნათელა ლომჯარია 19/02/2019
4
- 19/02/2019
5
გერმანე ჭანუყვაძე 19/02/2019
6
- 19/02/2019
7
- 19/02/2019
8
- 19/02/2019
9
- 19/02/2019
10
- 19/02/2019