ნატალია სალუქვაძე
გამოქვეყნებულია: 19.04.2019 19:37
დასრულების თარიღი: 19.05.2019 19:37
432
315

აიკრძალოს მდინარე ბჟუჟზე ქვიშა–ხრეშის მოპოვება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარეს ბ.ნ დ.დარჩიას

2014 წლის შემდეგ, მდინარე ბჟუჟის ხეობაში: სოფლების კვირიკეთი, წითელმთა, მაკვანეთის, დ.ბაქრაძისა და მალაზონიას ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდა ქვიშა-ხრეშის მოპოვების რამდენიმე ლიცენზია,რაც მოიცავს 33 ჰა მეტ ფართობს.

მოპოვებითი სამუშაოები დიდი დარღვევებით მიმდინარეობს, ლიცენზიის მფლობელებთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მოპოვებით სამუშაოებს ასრულებენ სხვადასხვა ჯგუფები, დასაშვები სიღრმეებისა და კონტურების დარღვევით.

მომპოვებლების უკონტროლო და ვანდალურმა ქმედებამ გამოიწვია გეოდინამიკური მდგომარეობის გაუარესება, გააძლიერა მდინარის სანაპიროს ეროზიული პროცესები, წყალუხვობის პერიოდში, ადიდებულმა მდინარემ წაიღო მოსახლეობის კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო სამეურნეო მიწები, დაზიანდა ნაპირგამაგრების მიზნით აგებული გაბიონები, დაირღვა მდინარის კალაპოტი, დაეცა წყლის დონე, მოსახლეობას ცენტრალური წყალსადენიდან წყალი შეფერხებით მიეწოდება, სასმელი წყლის ჭებში დაშრა წყალი, ბუნებრივი გარემოს შეცვლამ გაამრავლა ბაყაყები და ქვეწარმავლები, ქვეწარმავლები ხშირად საცხოვრებელ სახლებშიაც შემოდიან.

ირღვევა ჩვენთვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლება ვიცხოვროთ უსაფრთხო გარემოში , ჩვენს სიცოცხლესა და საკუთრებას საფრთხე ემუქრება.

გთხოვთ, გაიზიაროთ ჩვენი აღშფოთება  და შუამდგომლობა გაგვიწიოთ უფლებამოსილ ორგანოებთან რათა:

1.გაუქმდეს ბჟუჟის ხეობაში გაცემული ყველა ლიცენზია

2.აიკრძალოს აღნიშნულ ხეობაში ახალი ლიცენზიების გაცემა

3.შესწავლილი და შეფასებული იქნას გარემოზე მიყენებული უარყიფითი გავლენა

4.კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებით და მოსახლეობის უშუალო ჩართულობით, ჩატარდეს ბჟუჟის ხეობის სრული რეაბილიტაცა

პეტიციის ავტორები: ნატალია სალუქვაძე - ტელ: 555 15 46 30

                                   ირმა სირაძე - ტელ: 551 15 88 30

პეტიცია დასრულებულია
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
მანონი გოგუაძე 19/04/2019
2
გიორგი სირაძე 19/04/2019
3
ნათელა ჭანიშვილი 19/04/2019
4
ლენა მახარაძე 19/04/2019
5
ნელი ხუციშვილი 19/04/2019
6
თამილა ხუციშვილი 19/04/2019
7
როინი ხუციშვილი 19/04/2019
8
ბიძინა ტრაპაიძე 19/04/2019
9
ნატალია ანთაძე 19/04/2019
10
თორნიკე ქავთარაძე 19/04/2019