ლაშა მჟავანაძე
გამოქვეყნებულია: 27.09.2018 12:25
დასრულების თარიღი: 27.10.2018 12:25
415
315

სოფ. ოზურგეთში სანიაღვრე არხების კეთილმოწყობა

სოფ. ოზურგეთში სანიაღვრე არხების კეთილმოწყობა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ, ოზურგეთში მდებარეობს სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებული 400 მეტრი გზა, რომელიც უმოკლესი მანძილით აკავშირებს, ქალაქ ოზურგეთს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტთან და ოზურეგთის მუნიციპალიტეტის 7 სოფელთან.

მოგახსენებთ, რომ 2012 წელს სოფელ ოზურგეთის ცენტრიდან ლანჩხუთის მიმართულებით დაიგო ახალა კაპიტალური გზა გამართული სანიაღვრე არხებით, ხოლო 2012 წლის ბოლოს დასრულდა ქალაქ ოზურგეთი ლესელიძის ქუჩის მოასფალტება (ხიდის ჩათვლით) დარჩენილი 400 მეტრი გზის საფარის დაგება კი დასრულდა 2014 წლის ბოლოს.

აღნიშნულ 400 მეტრიან გზის მონაკვეთს ორივე მხარს 200 მეტრ სიგრძეზე გასდევს სანიაღვრე არხები, რომლის კეთილმოწყობა გზის მოასფლტებასთან ერთად უნდა განხორციელებულიყო, რაც იმ დროისათვის ვერ მოხერხდა.

სოფლის ამ მონაკვეთზე, ყოველი წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე ცუდ ამინდში ხდება ამ არხების ამოვსება ქვა-ღორღითა და შლამით რაც იწვევს წყლის გადმოსვლას სანიაღვრე არხებიდან გზაზე, (რომელიც საფრთხეს უქმნის ასფალტის საფარს), იტბორება საცხოვრებელი სახლები (რაც დიდ მატერიალუ ზარალს აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას), ფეხითა და ავტომობილით გავლა ფაქტიურად შეუძლებელია. იყო შემთხვევები როცა ძლიარი წვიმის დროს მოსახლეობა იძულებულიყო დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი და  გახიზნულიყო უსაფრთხო ადგილას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა.

ყოველივე აქედან გამომდინარე ოზურგეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები მოგმართავთ თხოვნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად განიხილოს წარმოდგენილი პეტიცია და უმოკლეს დროში უზრუნველყოს სოფ. ოზურგეთში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და კაპიტალური რემონტი.

იხილეთ ვიდეო

https://www.youtube.com/watch?v=nA3nyedSLDc&t=39s

პეტიციის წარმდგენი პირები:

1.      ლაშა მჟავანაძე - 33001021167 – 599 36 10 81

2.      ვლადიმერ  ჯიჯიეშვილი - 33001062990 - 599 00 68 65

3.      როინ გოგოტიშვილი - 33001060577 – 599 777 310

პეტიცია დასრულებულია
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
- 27/09/2018
2
- 28/09/2018
3
მაია გოგოტიშვილი 28/09/2018
4
- 28/09/2018
5
- 28/09/2018
6
- 28/09/2018
7
მანანა ტყეშელაშვილი 28/09/2018
8
მაია სალუქვაძე 28/09/2018
9
ეხმა ქირიკაშვილი 28/09/2018
10
თამაზი კომახიძე 28/09/2018