ზურაბ თავბერიძე
გამოქვეყნებულია: 19.11.2019 10:01
დასრულების თარიღი: 19.12.2019 10:01
415
315

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი ფინანსური სახსრებისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა ქალაქ ოზურგეთში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მოსაწყობად

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ არსებობს სასაფლაო ან სასაფლაოს ნაწილი, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვისთვის. არადა, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის არსებობის შემთვევაში, მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება, გარდაცვალების შემდეგ, ღირსეული პატივი მიაგოს:

-         ოზურგეთში მოღვაწე ხელოვნების, კულტურისა და საზოგადო მოღვაწეებს;

-         ოზურგეთის საპატიო მოქალაქეებს;

-         საქართველოს ეროვნულ გმირებს;

-         სხვა გამოჩენილ და ღვაწლმოსილ ადამიანებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ და „ს“ ქვეპუნქ­ტებისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასაფლაოების, მათ შორის პანთეონების მოწყობა, მოვლა, პატრონობა და სახელდება ადგილობრივი თვითმმართველობის (მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის) ექსკლუზიურ უფლება­მოსილებას წარმოადგენს. აქვე საგულისხმოა ისიც, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ჯერ კიდევ 2013 წელს აქვს დადგენილი და დღემდე ძალაშია პანთეონში სა­ზო­გადო მოღვაწეთა დაკრძალვის წესი (იხ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 აგვისტოს №20 დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხ. 12. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1995063).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და მისგან გამომდინარე, მოვითხოვთ:

(1) ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა დაიწყოს სათანადო წარმოება ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მოსაწყობად საჭირო მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე (მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოყოფის ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოცემის მოთხოვნის გზით);

(2) ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი ფინანსური სახსრების გათვალისწინება ქალაქ ოზურგეთში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მოსაწყობად;

(3) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უზრუნველყოს წინამდებარე პეტიციაში დასმული საკითხების ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად შესწავლა, განხილვა და მათზე სათანადო რეაგირება (გადაწყვეტა).

პეტიცია დასრულებულია
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
იოსებ ერქომაიშვილი 19/11/2019
2
მარიამ ჩხაიძე 19/11/2019
3
შორენა გაბეჩავა 19/11/2019
4
შორენა გაბეჩავა 19/11/2019
5
ვლადიმერ მენაბდე 19/11/2019
6
- 19/11/2019
7
კახა ჩავლეშვილი 19/11/2019
8
maka pavliashvili 19/11/2019
9
თეიმურაზ ჩავლეშვილი 19/11/2019
10
- 19/11/2019