ირმა გორდელაძე
გამოქვეყნებულია: 18.06.2020 10:29
დასრულების თარიღი: 24.07.2020 14:02
326
315

შეჩერდეს ქვიშა-ხრეშის მოპოვება მდინარე სუფსაზე სოფელ ნაგომრის და ძიმითის მიმდებარე ტერიტორიაზე.

წლებია მიმდინარეობს მდინარე სუფსაზე ინერტული მასალის მოპოვება. უკონტროლო კარიერულმა წარმოებამ ძლიერ დააზიანა მდინარის კალაპოტი, ხეობა, მოსახლეობას წაერთვა სახნავ-სათესი ფართობები, დაშრა ჭები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. მდინარე სუფსაზე კვლავ გრძელდება ახალი ინერტული მასალის მომპოვებელი კარიერების ამოქმედება.

სოფელ ძიმითის მოსახლეობა ითხოვს შეწყდეს მდინარე სუფსიდან წიაღის მოპოვების მცდელობა, რომელსაც ცდილობს შ.პ.ს. “აკეთი“ს და შ.პ.ს. “სამი ძმა.“ ეს კომპანიები შემოჭრილი არიან სოფელ ძიმითის მცხოვრებთა კუთვნილ მიწის ფართობებზე, ცდილობენ მდინარეზე ხიდის მშენებლობას, დიდი რაოდენობით წიაღის გატანას. მათ უკონტროლო წარმოებას შეეწირება როგორც მდინარის კალაპოტი, ისე ხეობა, ასევე მოსახლეთა სავარგულები.

სოფელ ძიმითის მოსახლეობას არ სურს ვანდალურად მოხდეს გარემოს განადგურება, როგორც ეს დაემართა მდინარე სუფსის ხეობას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბუკნარი, გორაბერეჟოული, ქვემო აკეთი - კომპანია “აკეთის“ მიერ განხორციელებული კარიერული წარმოების შედეგად.

გთხოვთ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის  შესაბამისად საკრებულოს სხდომაზე საჯაროდ განხილულ იქნეს აღნიშნული საკითხი.

პატივისცემით ირმა გორდელაძე

მის: სოფ.ლიხაური

პეტიცია დასრულებულია
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
- 18/06/2020
2
თეა დათუნაიშვილო 18/06/2020
3
- 18/06/2020
4
- 18/06/2020
5
ნათია ვაშალომიძე 18/06/2020
6
ნაზი ჩავლეშვილი 18/06/2020
7
მაია ჩავლეშვილი 18/06/2020
8
კახაბერ ლომაძე ლომაძე 18/06/2020
9
ზვიად ერაძე 18/06/2020
10
ნანა წითლიძე 18/06/2020