ნათია ვაშალომიძე
გამოქვეყნებულია: 23.06.2020 11:02
დასრულების თარიღი: 23.07.2020 11:02
331
315

ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია

ქალაქ ოზურგეთის ერთერთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცე და ღირსშესანიშნაობა არის ექადიის ტყე-პარკი. ტყე-პარკი გაშენებულია  დაახლოებით 17 ჰექტარ ტერიტორიაზე ზრდასრული, მრავაწლოვანი, მათ შორის იშვიათი ჯიშის, ხეებით. ტყე-პარკი ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაშია, მაგრამ მოუვლელია და უპატრონოდაა მიტოვებული.

2019 წელს ქ. ოზურგეთის მოსახლეობასთან ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების შედეგად ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია ქალაქის მცხოვრებლებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად დასახელდა (ქალაქ ოზურგეთის პარკების მდგომარეობის ამსახველი ანგარიში, „გურიის სამოქალაქო ცენტრი“, 2020). ოზურგეთის რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე ექადიის ტყე-პარკს შესაძლოა რეგიონული მნიშვნელობა გააჩნდეს. ასეთი პარკები დიდი ზომისაა და  ხშირად არაურბანული ხასიათისაა. მათ ტყე პარკის, ნახევრად ველური სახით ინარჩუნებენ, სადაც დაგეგმილ მარშრუტებზე მინიმალური საჭიროების ინფრასტრუქტურაა მოწყობილი, მაგალითად: საფეხმავლო ბილიკები, მანიშნებლები, მოსასვენებელი სივრცეები, წყლის დასალევი წყაროები, გადასახედი ადგილები და სხვა (ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის შედგენის წინასაპროექტო ურბანული ანალიზი, „პროგრესის სახლი“, 2020).

იმისათვის, რათა ექადიის ტყე-პარკმა შეასრულოს ქალაქისა და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი სარეკრეაციო და საზოგადოებრივი სივრცის ფუნქცია, საჭიროა

  • პარკის გადმოცემა სახელმწიფო საკუთრებიდან მუნიციპალურ საკუთრებაში
  • კონკურსის წესით ტყე-პარკის სარეაბილიტაციო პროექტის შერჩევა და მისი რეაბილიტაცია
  • ტყე-პარკის მუდმივი მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის მიერ

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნტის შესაბამისად მოვითხოვთ წარმოდგენილი საკითხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განხილვასა და გადაწყვეტას.

პეტიცია დასრულებულია
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
გია ბაბილოძე 23/06/2020
2
რუსუდან მგელაძე 24/06/2020
3
- 24/06/2020
4
ლია დუმბაძე 24/06/2020
5
თათია სამსონიძე 24/06/2020
6
მარიამი ნიქაბაძე 24/06/2020
7
გრიგოლ მახარაძე 24/06/2020
8
- 24/06/2020
9
სოფიო დობორჯგინიძე 24/06/2020
10
ნელი სიხარულიძე 24/06/2020