ირმა გორდელაძე
გამოქვეყნებულია: 05.10.2018 11:50
დასრულების თარიღი: 15.11.2018 13:03
320
315

აიკრძალოს სოფელ ლიხაურში მდინარე აჭისწყლის აუზში ქვიშა–ხრეშის მოპოვება

ლიხაური დიდი ისტორიის მქონე სოფელია. სოფელში მდებარეობს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (ღვთისმშობლის ეკლესია, წმ. გიორგის ეკლესია, ლიხაურის ციხე), თუმცა სოფლის მთავარ სიმდიდრეს მდ. აჭისწყალი და მისი ულამაზესი ხეობა წარმოადგენს.

მდინარის უნიკალური ლანდშაფტი აქ ბევრ დამსვენებელს იზიდავს როგორც გურიიდან, ისე მთელი საქართველოდან.  ზაფხულის განმავლობაში აჭისწყლის ხეობაში ტემპერატურა საგრძნობლად დაბალია ქ. ოზურგეთთან შედარებით.

მდინარე აჭისწყალი უზრუნველყოფს სოფ. ლიხაურსა და დაბა ანასეულს სასმელი და ტექნიკური წყლით.

მდინარე მდიდარია თევზის უნიკალური ჯიშებით: ნაკადულის კალმახი, ქაშაპი, წვერა, ფრიტა და სხვა. ნაკადულის კალმახი საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობაა, რომლის პოპულაციის აღდგენაც სახელმწიფოს გარემოსდაცვითი სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მდინარეს ეკოლოგიური და რეკრეაციული თვალსაზრისით.

ამ გარემოებების გათვალისწინებით შემაშფოთებლად მივიჩნევთ მდინარის კალაპოტში ქვიშა-ხრეშის კარიერული წესით მოპოვებას, რაც როგორც გარემოსთვის, ასევე, მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოქმნის რამდენიმე მიმართულებით: ა) ზიანს აყენებს თევზის წითელი ნუსხით დაცულ სახეობას; ბ) საფრთხეს უქმნის დამცავ ნაგებობებს, რომლებიც მდინარის სანაპიროზე განთავსებულია ინტენსიური წვიმების დროს კალაპოტიდან გადმოსული მდინარისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით და უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს მოსახლეობას; გ) იწვევს მიწისქვეშა წყლების გაქრობას და, შესაბამისად, მოსახლეობის სასმელი წყლის ჭებში წყლის დაშრობას.

ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილი მიუთითებს, რომ  „მუნიციპალიტეტი   უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით განახორციელოს ღონისძიებები ... ტურიზმის განვითარების, ... გარემოს დაცვის, ... ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის და სხვა მიზნებით”.

აქედან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მონიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, მათ შორის, გვიშუამდგომლოთ გარემოს დაცვის სამინისტროსთან მდინარე აჭისწყლის აუზში ქვიშა–ხრეშის მოპოვების აკრძალვასთან დაკავშირებით.

პეტიცია დასრულებულია
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
- 05/10/2018
2
როინ გოგოტიშვილი 05/10/2018
3
ირმა გორდელაძე 05/10/2018
4
შორენა დონაძე 05/10/2018
5
ირმა საჯაია 05/10/2018
6
- 05/10/2018
7
თამარი ლომჯარია 05/10/2018
8
ცისია ონიანი 05/10/2018
9
maia gordeladze 05/10/2018
10
ნამა სარიშვილი 05/10/2018