გრიგოლ მახარაძე
გამოქვეყნებულია: 06.08.2021 12:14
დასრულების თარიღი: 05.09.2021 12:14
540
315

პეტიცია უპატრონო ძაღლების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო ძაღლების მდგომარეობა კატასტროფულია. ძაღლები უკონტროლოდ მრავლდებიან და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. როგორც ქალაქის ქუჩები, ასევე მუნიციპალიტეტის გზები სავსეა უპატრონო ძაღლებით, რომელთა უმრავლესობა მშიერი და დაავადებულია. ამავდროულად უპატრონო ძაღლების სიმრავლის გამო საფრთხის შემცველია ფეხით და ველოსიპედით გადაადგილება, ხშირია ადამიანების დაკბენის ფაქტები.

ადგილობრივი თვთმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებაა „უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა“.

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მუნიციპალიტეტმა (საკუთარი ორგანოების მეშვეობით ან შესაბამისი სერვისის შესყიდვის გზით) უნდა უზრუნველყოს უპატრონო ძაღლების:

  • აღრიცხვა/აღწერა
  • აცრა/ მკურნალობა
  • კასტრაცია/სტერილიზაციის მეშვეობით პოპულაციის მართვა
  • საჭიროების შემთხვევაში თავშესაფარში/კარანტინში გადაყვანა

თვითმმართველობის კოდექსის 86-ე მუხლის მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად ვითხოვთ: აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომაზე შესწავლას, განხილვასა და გადაწყვეტას.

 

საინიციატივო ჯგუფის წევრები:

გრიგოლ მახარაძე

ნონა სადრაძე

აკაკი ჩავლეშვილი

თათია სამსონიძე

ნინო ურუშაძე

ნათია ვაშალომიძე

ქრისტინე ორაგველიძე

ოთარ რევიშვილი

პეტიცია დასრულებულია
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
გენო ბაბილოძე 06/08/2021
2
ალექსანდრე ბერიძე 07/08/2021
3
ოთარ რევიშვილი 10/08/2021
4
- 10/08/2021
5
ნიკა ბაქანიძე 10/08/2021
6
ერეკლე რუსიეშვილი 10/08/2021
7
Kontridze tamuna tamuna 10/08/2021
8
Ნუგზარ Ფრანგულაშვილი 10/08/2021
9
მიხეილ ნინიძე 10/08/2021
10
ირაკლი კუტუბიძე 10/08/2021