ბექარ სალუქვაძე
გამოქვეყნებულია: 30.10.2018 11:59
დასრულების თარიღი: 29.11.2018 11:59
470
315

ჯანსაღი, სუფთა გარემო ლიხაურელ პატარებს!

სოფელ ლიხაურის საბავშვო ბაღი არის ტიპიური შენობა და გათვლილია 5 ჯგუფზე,ამჟამად ფუნქციონირებს 3 ასაკობრივი ჯგუფი და ირიცხება 100 აღსაზრდელი.სოფელში არის შობადობა,აქედან გამომდინარე მშობელთა მოთხოვნა საბავშვო ბაღში ჯგუფების დამატებისა.

მაგრამ საბავშვო ბაღი საჭიროებს კაპიტალურ რემონტს.შესაკეთებელია 1 ჯგუფის ოთახი მთლიანად.შენობის სახურავი გადასახურია თუნუქით(უკანა ნაწილი),გამოსაცვლელია მთლიანად სანიაღვრე სისტემა,დასამონტაჟებელია გათბობის სისტემა შენობის ნახევარ ნაწილში(რომელიც ეხლა ელოდება რემონტს)შესაკეთებელია გარე ფასადი,მუსიკის დარბაზის კედლები,კიბის უჯრედები,შესაკეთებელია და შესაღებია ღობე და ჭიშკარი,ეზოს გარკვეული ნაწილი საჭიროებს მოასფალტებას,სათამაშო ბილიკებით და ეზოს ატრაქციონებით მოწყობას.

საბავშვო ბაღში ჯგუფების დამატებით  შესაძლებლობა მიეცემა, უამრავ ლიხაურელ პატარას ,რომ მათი აღზრდა- განვითარება მიმდინარეობდეს ჯანსაღ სუფთა გარემოში.ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივ მაცხოვრებლებს დასაქმებაში.

ყოველივე აქედან გამომდინარე სოფელ ლიხაურის და ოზურგეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები მოგმართავთ თხოვნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად განიხილოს წარმოდგენილი პეტიცია და უმოკლეს დროში უზრუნველყოს ლიხაურის საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი.

რადგან მიგვაჩნია რომ ყოველი თეთრი ჩვენი ბავშვებისთვის და მათი უზრუნველყოფილი მომავლისთვის დახარჯული, ისევ სასიკეთოდ დაუბრუნდება ჩვენს სოფელს და ჩვენს ქვეყანას.

პეტიცია დასრულებულია
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
- 30/10/2018
2
ინგა კალანდარიშვილი 30/10/2018
3
იური მამინაშვილი 30/10/2018
4
კობა მამინაშვილი 30/10/2018
5
გუგა კალანდარიშვილი 30/10/2018
6
ლილე მამინაშვილი 30/10/2018
7
ნათია გობრონიძე 30/10/2018
8
ცისია ონიანი 30/10/2018
9
ვიქტორია შარაშენიძე 30/10/2018
10
ანი ჩავლეშვილი 30/10/2018