ელისო ჯანაშია
გამოქვეყნებულია: 24.06.2021 12:29
დასრულების თარიღი: 06.08.2021 12:38
440
413

ლაბორატორიულად შემოწმდნენ ნაბადის უბნის მაღალი დაბინძურების ზონებში მცხოვრები ბავშვები

ვითხოვთ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ, დაუყოვნებლივ გამონახოს სახსრები ნაბადის უბნის მაღალი დაბინძურების ზონებში მცხოვრები ბავშვების მძიმე მეტალებზე შესამოწმებლად.

როგორც მოგესენებათ, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თანხა მხოლოდ ჯავხიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 52 ბავშვის ლაბორატორიული შემოწმებისათვის გამოყო.

ჭავჭავაძის  და ფალიაშვილის ქუჩებზე, სადაც ბევრი დამაბინძურებელი საწარმოა, მათ შორის, - მეტალურგიული, სპილენძის კონცენტრატისა და ცემენტის ქარხნები, მოსახლეობა მუდმივად უჩივის კვამლს, მტვერსა და სუნს.

ფოთის ეკოლოგიური პრობლემები არაერთგზის გაშუქდა, ფოთის სამოქალაქო პლატფორმამ - "ფოთელები საკუთარი უფლებებისათვის" - შეამოწმა მაღალი დაბინძურების ადგილებში მაცხოვრებელი  20 ბავშვი, რომელთა თმის და სისხლის ანალიზის შედეგებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ქალაქში მასობრივი კვლევების ჩატარების აუცილებლობა. ხელისუფლებამ კი მხოლოდ ერთი ქუჩა აარჩია, რაც მიგვაჩნია, დაუსაბუთებელი და  დისკრიმინაციული მიდგომაა ნაბადის უბნის ბავშვების მიმართ.

წინა პეტიციაში, ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოში, ჰაერის მონიტორინგის სადგურის დადგმის მოთხოვნითაც მივმართეთ მუნიციპალიტეტს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ამ უბანში მდგომარეობა უწინდებურად მძიმეა და სტანდარტის დაუცველად მოქმედი ქარხნებისაგან, ყოველდღიურად იწამლებიან ადამიანები.

პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მოგმართავთ კიდევ ერთხელ პეტიციით და ვითხოვთ, შემოწმდნენ ამ უბანში მაცხოვრებელი ბავშვებიც და ჩაერთონ იმ ლაბორატორიულ კვლევაში, რისი განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგემება ჯავახიშვილის ქუჩაზე.

ფოთის საკრებულომ, საკმარისი თანხის მობილიზაციისთვის, დააყენოს შუამდგომლობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, შესაბამის სამინისტროებთან თუ ბიზნესთან, ან შეიტანოს სათანადო ცვლილება ადგილობრივ ბიუჯეტში.

მეტი ინფორმაციისთვის შემოგვიართდით ფეისბუქ-გვერდზე: "ფოთელები - საკუთარი უფლებებისათვის" https://www.facebook.com/groups/2456193064693339

იხ. თანდართული ლინკები:

https://www.facebook.com/photo?fbid=10216365158236328&set=gm.2759353641043945

https://www.facebook.com/photo?fbid=10216287760661437&set=gm.2750165565296086

https://www.facebook.com/photo?fbid=10216220571941761&set=gm.2742105399435436

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
ელისო ჯანაშია 24/06/2021
2
ნატალია ნადარაია 24/06/2021
3
- 24/06/2021
4
- 24/06/2021
5
Lasha Kharebava Kharebava 24/06/2021
6
- 24/06/2021
7
თენგიზი ტაბატაძე 24/06/2021
8
ირაკლი ჩარგაზია 24/06/2021
9
ცოტნე ხარებავა 24/06/2021
10
გიორგი ჯამბურია 24/06/2021