ელისო ჯანაშია
გამოქვეყნებულია: 01.09.2021 10:34
დასრულების თარიღი: 01.10.2021 10:34
6
413

ვითხოვთ, ტყვიის სავარაუდო წყაროს იდენტიფიკაციასა და ბავშვების ტყვიაზე მკურნალობის ხარჯების გამოყოფას

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის წინ, დასრულდა 104 ბავშვის ლაბორატორიული შემოწმება მძიმე მეტალებზე. აქედან, 60-მდე ბავშვის ანალიზი აღებული იყო მაღალი საწარმო დაბინძურების ზონებში, (კერძოდ, ჯავახიშვილის ქუჩაზე - 52, ხოლო დანარჩენი ნაბადის სხვა ტერიტორიაზე), ხოლო დანარჩენი კვლევა ჩატარდა შედარებისთვის მალთაყვის (ეკოლოგიურად გაცილებით სუფთა) უბნის ბავშვებზე.

მაღალი დაბინძურების ზონებში,  იქ, სადაც საწარმოები და ნავსადგურია, მდგომარეობა აღმოჩნდა საგანგაშო და 33 ბავშვს აღმოაჩნდა 5-10 მკგ-დლ-მდე ოდენობით ტყვია, ხოლო ერთ შემთხვევაში - 15 მკგ-დლ-ს ფარგლებში.. 

მოგეხსენებათ, ტყვია გავლენას ახდენს ბავშვის გონებრივ განვითარებაზე, რაც აისახება შემეცნებით (სწავლების) უნარებზე და სასკოლო მოსწრებაზე. ტყვიამ, ასევე, შეიძლება გავლენა მოახდინოს სმენაზე, ქცევაზე, ზრდასა და ინტელექტუალურ განვითარებაზე. წლების განმავლობაში ილექება ძვლებში და ზიანი ხდება შეუქცევადი.

დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრს შემუშავებული აქვს ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების კონტროლის სტრატეგია და ერთიანი მულტისექტორული ხანგრძლივვადიანი 2020 – 2030 სამოქმედო გეგმის პროექტი, რომლის მიზანია: ტყვიის ყველა სავარაუდო წყაროს იდენტიფიკაცია, სამომხმარებლო ნედლეულისა და პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება ტყვიის ყველა სავარაუდო წყაროს კომპონენტთან დაკავშირებული ნაწარმის უსაფრთხოების განმსაზღვრელ ევროდირექტივებთან. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებად განისაზღვრა: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო. 

გამომდინარე აქედან, ჩვენი მოთხოვნაა, ყველა უწყებასთან კოორდინირებულად, დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა სავარაუდო წყაროს შესწავლა. ამის პარალელურად, ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამოყოს ან სხვა გზებით მოიძიოს აღნიშნული  ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრების მკურნალობის ხარჯები.

 

https://www.ncdc.ge/#/pages/content/84dd518e-734c-4b88-86a2-739d7e268378

პეტიციამ საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ვერ დააგროვა.
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
ელისო ჯანაშია 01/09/2021
2
- 01/09/2021
3
- 01/09/2021
4
ბერაია ბერაია 01/09/2021
5
- 08/09/2021
6
ლუბა ჩალაია 11/09/2021