ელისო ჯანაშია
გამოქვეყნებულია: 09.06.2020 22:28
დასრულების თარიღი: 09.07.2020 22:28
603
412

ვითხოვთ ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგის სადგურებს ფოთში

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ამომრჩეველთა პეტიცია

ვითხოვთ, ატომოსფერული ჰაერის სრულად და უწვეტი მონიტორინგისათვის, ავტომატური სადგურების დამონტაჟებას ფოთის პორტისა და დიდი სამრეწველო ქარხნების ტერიტორიაზე (პორტის მიმდებარედ და ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოში)

პრობლემა:

ფოთის მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, უკვე თითქმის 20 წელია, ჰაერის დაბინძურებისა და ხმაურის შედეგად, გამოუსწორებელი ზიანი ადგება.

ნავსადგურისა და დიდი სამრეწველო ქარხნების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მუდმივად უჩივის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, ბავშვებს შემოწმებისას აღმოაჩნდათ ტყვიის მაღალი კონცენტრაცია, აღენიშნებათ ალერგიული სახის გამონაყარები და სუნთქვის უკმარისობა. ექიმები საცხოვრებელი ადგილიდან გარიდებას ურჩევენ, თუმცა, მათ წასასვლელი არსად აქვთ. ამის გამო, მოსახლეობა ხშირად მართავს საპროტესტო აქციებს, გამოქვეყნებულია არაერთი სიუჟეტი და სტატია ამ ტემაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ფოთში, ყოველწლიურად, ოთხ ეტაპად ტარდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები, ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობების კარგი/ძალიან კარგი მაჩვენებელებია, რადგან სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰაერის ხარისხს არ ამოწმებს ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც სწორედ ალუმინის ოქსიდისა და სხვა საშიში ნივთიერებების ჰაერში გაფრქვევა ხდება და სადაც ის ნიადაგსა და წყალში ხვდება.

მიგვაჩნია, რომ ეს შემოწმებები სწორად არ ასახავს რეალობას და რეალური მონაცემებისთვის საჭიროა, ავტომატური სადგურების მუდმივი მონიტორინგი.

ცნობილია, რომ ადამიანის სასუნქთ გზებში ამ მავნე ნივთიერებათა მტვრის მოხვედრას, გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს.

ამის მტკიცებულებად ერთი ფაქტიც კმარა, როცა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (საქმის ნომერი: ას-395-735-05; 18 ნოემბერი, 2005წ.), ფოთის საზღვაო ნავსადგურში დოკერ-მექანიზატორის გარდაცვალებასა და მის მიერ ალუმინის ოქსიდის გადმოტვირთვის სამუშაოების დროს ჩასუნთქულ მტვერთან მიზეზობრივი კავშირი დაადგინა. თუმცა, სხვა ბევრი ანალოგიური ფაქტი შეუსწავლელია.

კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015 2018 შედეგების მიხედვით, ქ.ფოთი ერთ-ერთი ქალაქია, სადაც კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული მაჩვენებელი ქვეყნის მაჩვენებელს აღემატება.

ამასთან, ჰარვარდის კვლევით b დადასტურდა კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და კოვიდ-19-ის ვირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობას შორის. კვლევის თანახმად, 2.5 ზომის მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკებით (PM 2.5-ით) ჰაერის დაბინძურების სულ მცირედი (1მკგ/მ.კუბ.-ით) მატება იწვევს Covid-19-ით ინფიცირებულთა გარდაცვალების რისკის 15%-ით ზრდას.

პრობლემის მრავალწლიანი მოუგვარებლობის მიზეზი ისიცაა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის მიზერული ჯარიმებია დაწესებული, რისი გადახდაც კომპანიებისთვის მიზერულია. მაგ; 5 წლის მანძილზე, ფოთში გარემოსთვის მიყენებული ზიანი 229000 ლარამდე შეფასდა, მაგრამ შეუფასებელი და აუნაზღაურებელია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

საქართველოს თუ საერთაშორისო კანონმდებლობით (მათ შორის, ორჰუსის კონვენციით) დადგენილ ნორმებზე კონტროლი სახელმწიფოს ვალდებულებაა, რასაც ის სათანადოდ ვერ ასრულებს. პირველ რიგში, მოსახლეობას არ აქვს ექსპერტული გამოკვლევის მონაცემები, თუ რა ოდენობით მავნე ნივთიერება გაიფრქვევა ყოველდღიურად დაბინძურების ადგილებში, განსაკუთრებით ნავსადგურში, ასევე, მეტალურგიული თუ ცემენტის ქარხნების ტერიტორიაზე, სადაც სტანდარტის დარღვევით და ღია წესით იტვირთება ეს მავნე ნივთიერებები (ალუმინის ოქსიდი, მანგანუმი, გოგირდი, ბოქსიტი და ა.შ), რომლის გაფრქვევის არეალში მოსახლეობა ცხოვრობს.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, სახელმწიფომ ევროკავშირთან გარემოს დაცვის საკითხებზე თანამშრომლობის განავითარებასა და გაძლიერებაზე ვალდებულება აიღო. ქვეყანას ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და ევროპაში უფრო სუფთა ჰაერის შესახებ 2008/50/EC დირექტივის კონკრეტული დებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის ვალდებულება გააჩნია.

გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით:

1. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, ისარგებლოს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას უზრუნველყოფს კანონი.

2. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა და მდგრადი ეკოლოგიური განვითარება უზრუნველყოფილია კანონით.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მონაცემებით 2016 წლიდან რეგიონებსა და დედაქალაქში დამონტაჟდა და მოქმედებს 8 თანამედროვე ავტომატური სადგური. სადგურებზე 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებლების შემცველობის მონიტორინგი. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დადგენის მიზნით.

ჩვენთვის ცნობილია, რომ შემოწმებისას, ნავსადგურში აჩერებენ მავნე ნივთიერებების გადმოტვირთვის სამუშაოებს, გარემოს დაცვის სამსახური, როგორც ჩანს, მაინც ერიდება დაბინძურებულ ადგილების შემოწმებით მსხვილ ბიზნეს და მაღალჩინოსანთა ინტერსებთან შეჯახებას, რის გამოც, ჰაერის დაბინძურების რეალური სურათი არ არსებობს.

რეალური სურათის წარმოსაჩენად და ჩვენს მიერ გაჟღერებული პრობლემების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოსადგენად, ვითხოვთ: ატომოსფერული ჰაერის სრულად და უწვეტ მონიტორინგისთვის ავტომატური სადგურებს ექსპლოატაციაში გაშვებას სწორედ პრობლემურ უბნებში.

ვფიქრობთ, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და ორგანული კანონის თვითმმართველობის კოდექსის საფუძველზე, ფოთის საკრებულოს შეუძლია მერიასთან ერთად, შეათანხმოს სათანადო სახსრების გამოძებნა ადგილობრივ ბიუჯეტში და გარემოს დაბინძურების უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფა, როგორც ეს უკვე უზრუნველყოფილია საქართველოს რამდენიმე ქალაქში.

ფოთი კი რისკის ხარისხით თუ არ აღემატება იმ ქალაქებს, ნამდვილად არ ჩამოუვარდება.

ჩვენ არ შეგვიძლია წარმოგიდგინოთ ზუსტი ხარჯთაღრიცხვა, თუმცა, ვვარაუდობთ, რომ ამ საქმის დაძლევა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს საკუთარი სახსრებით შეუძლია. თუკი ეს მიუღწეველი და შეუძლებელი აღმოჩნდება, ფოთის საკრებულოა სწორედ ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და საკუთარი ამომრჩევლისა და განსაკუთრებით, მათი ოჯახის ამომრჩევლის ასაკს მიუღწეველი წევრების ჯანმრთელობისათვის, უსაფრთხო გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად, მიმართოს მოთხოვნით საქართველოს მთავრობას, მიიღოს შესაბამისი დაფინანსება და განახორციელოს აღნიშნული, როგორც დელეგირებული უფლებამოსილება.

გთხოვთ, დააყენოთ საკითხი კენჭისყრაზე და გამონახოთ გადაწყვეტილების მიღების რეალური გზა.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივლისს მიღებულ იქნა №13/42 განკარგულება

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
ელისო ჯანაშია 09/06/2020
2
- 09/06/2020
3
- 09/06/2020
4
მარიამი ხომერიკი 09/06/2020
5
ციალა გულედანი 09/06/2020
6
ცირა ბახტაძე 09/06/2020
7
კახაბერი ფოჩხუა 09/06/2020
8
- 09/06/2020
9
- 10/06/2020
10
ანა ჯახაია 10/06/2020