ელისო ჯანაშია
გამოქვეყნებულია: 01.10.2020 10:13
დასრულების თარიღი: 31.10.2020 10:13
428
412

გააქტიურდეს თვითმმართველობა მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ჩვენს ქალაქში ატმოსფერული ჰაერი წლებია ბინძურდება სხვადასხვა საწარმოებიდან მომდინარე მავნე ნივთიერებებით, რასაც ზამთრობით ემატება თევზის არასწორი გადამუშავების თანმხლები აუტანელი სუნი.

აღნიშნული პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, არაერთხელ გაიმართა ქალაქის მოსახლეობის საპროტესტო აქცია. არა ერთჯერ მოვისმინეთ პირდაპირი ეთერიდან, მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაცემული დაპირება, რომ პრობლემა მოგვარდება. თუმცა, რეალობა წლიდან წლამდე უარესდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-2-ე მუხლის შესაბამისად,  თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ‘, ამასთანავე თვითმმართველობის ორგანოები ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-4-ე ნაწილით  უფლებამოსილნი არიან  განახორციელონ ღონისძიებები სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ ორგანოსთან კოორდინაციით − ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, გარემოს დაცვის, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის და სხვა მიზნებით. ‘

აღნიშნული ორი მუხლის სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ვითხოვთ:

1.         დროის მოკლე მონაკვეთში (მაქსიმუმ ერთი კალენდარული თვე) თვითმმართველობაში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი(არასამთავრობოებისა და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების ჩართულობით),  რომელიც შეისწავლის და საჯაროდ წარმოადგენს ანგარიშს წლების განმავლობაში ქალაქში არსებული გაუსაძლისი სუნის გამომწვევი მიზეზების, ამ მხრივ გაწეული საქმიანობისა და პრობლემის აღმოფხვრის გზების შესახებ ინფორმაციას.

2.         დროის მოკლე მონაკვეთში (მაქსიმუმ ერთი კალენდარული თვე), ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ცენტრალური ხელისუფლების სათანადო ორგანოებთან ერთად, შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა, მუნიცაპალიტეტის ტერიტორიაზე ატმოსფერული დაბინძურების დონის შესამცირებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

3.        ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადების ეროვნულ ცენტრთან ერთად, შეისწავლოს ქალაქში, განსაკუთრებით დაბინძურების ადგილებში არაგადამდებ დაავადებათა სტატისტიკა და მოხდეს ყველაზე გახშირებულ დაავადებათა გამოწვევი მიზეზების კვლევა.

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
ელისო ჯანაშია 01/10/2020
2
ნონა ხუხია 01/10/2020
3
ალექსანდრე გვასალია 01/10/2020
4
არჩილი გვასალია 01/10/2020
5
Tsitsino Ubilava 02/10/2020
6
სილოვანი გვასალია 02/10/2020
7
თამარი კორშია 09/10/2020
8
სილოვან გვასალია 09/10/2020
9
ზაზა ქობალია 09/10/2020
10
მარიამი ხომერიკი 10/10/2020