ელისო ჯანაშია
გამოქვეყნებულია: 29.10.2020 21:42
დასრულების თარიღი: 28.11.2020 21:42
449
412

ვითხოვთ, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის(მობილური) სადგურის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე დადგმას

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს,

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ამომრჩეველთა პეტიცია

პრობლემა:

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოში მდებარე მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ჰაერის დაბინძურებისა და ხმაურის შედეგად, გამოუსწორებელი ზიანი გვადგება და წლებია ვითხოვთ ამ პრობლემის მოგვარებას.

ადამიანის სასუნქთ გზებში ამ მავნე გამონაბოლქვისა და მტვრის შესუნთქვას გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს. ცნობილია, კიბოს პოპულაციური რეგისტრი 2015-2018 შედეგების მიხედვით, რომლის მიხედვითაც, ქ.ფოთი ერთ-ერთი ქალაქია, სადაც კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული მაჩვენებელი ქვეყნის მაჩვენებელს აღემატება. ამას ემატება პანდემიის პერიოდი, როცა პრობლემა კიდევ უფრო მწვავე ხდება. ჰარვარდის კვლევით  დადასტურდა კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და კოვიდ-19-ის ვირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობას შორის. კვლევის თანახმად, 2.5 ზომის მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკებით (PM 2.5-ით) ჰაერის დაბინძურების სულ მცირედი (1მკგ/მ.კუბ.-ით) მატება, Covid-19-ით გარდაცვალების რისკის 15%-ით ზრდის.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, ჩვენს სახელმწიფოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და ევროპაში უფრო სუფთა ჰაერის შესახებ 2008/50/EC დირექტივის კონკრეტული დებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის ვალდებულება გააჩნია. თუმცა, საქართველოს თუ საერთაშორისო კანონმდებლობით (მათ შორის, ორჰუსის კონვენციით) დადგენილ ნორმებზე კონტროლი, რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა, სათანადოდ ვერ სრულდება, რადგან საკმარისი რაოდენობის ჰაერის მონიტორინგის სადგურებიც კი არ გააჩნია.

გარემოს დაცვის სამინისტრომ, მ/წ ივლისში, მოსახლეობისა და სამოქალაქო პლატფორმის - „ფოთელები საკუთარი უფლებებისათვის“- მოთხოვნით, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ნავსადგურის მიმდებარედ, ჰაერის დაბინძურების ადგილას, დაიდგა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური სადგური, რომელმაც დაადასტურა ამ ქუჩის მაცხოვრებელთა ვარაუდი დაბინძურებული ჰაერის შესახებ - 3 თვის მანძილზე 40 დღე აჩვენა ნორმაზე გადაჭარბება. ჩვენი ინფორმაციით, სამინისტრო აპირებს სადგურის უკან წაღებას, მუდმივი სტაციონარული სადგური კი ფოთს ჯერჯერობით არ გააჩნია.

ჩვენ არ გვაქვს ექსპერტული გამოკვლევის მონაცემები, ქარხნიდან ყოველდღიურად გაფრქვეული მავნე ნივთიერების შესახებ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაშიც გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის გაცილებით აღემატება სტანდარტით დადგენილ ნორმებს და დაბინძურების არეალში მაცხოვრებელთა სიცოცხლისთვის საშიშია.

ამიტომაც, ვითხოვთ, საკრებულომ, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ,  საკუთარი ამომრჩევლისა და განსაკუთრებით, მათი ოჯახების ასაკს მიუღწეველი წევრების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად, განახორციელოს საკუთარი დელეგირებული უფლებამოსილება - აუხსნას გარემოებები და მიმართოს მოთხოვნით საქართველოს მთავრობას, შესაბამის სამინისტროებს, რათა ამჟამად ჯავახიშვილის ქუჩაზე მდგარი მობილური სადგური, პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, გადატანილ იქნას ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოში, რათა შევძლოთ ჰაერის უწყვეტი მონიტორინგის გზით ჩვენი პრობლემის შესწავლა და შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა, ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოდ ცხოვრების უფლებისთვის.

ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციის 29- მუხლით:

1. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, ისარგებლოს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას უზრუნველყოფს კანონი.

2. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა და მდგრადი ეკოლოგიური განვითარება უზრუნველყოფილია კანონით.

 

შემოგვიერთდით ფეისბუქ-გვერდზე: „ფოთელები - საკუთარი უფლებებისათვის“

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2020 წლის 19 ნოემბერს მიღებულ იქნა №18/66 განკარგულება

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
გოჩა ფირცხალავა 30/10/2020
2
ნათია კილასონია 30/10/2020
3
ელისო ჯანაშია 30/10/2020
4
ვიოლეტა ფირცხალავა 30/10/2020
5
მარიამი ბერაია 31/10/2020
6
- 31/10/2020
7
- 01/11/2020
8
Სოფიო Ცარციძე 01/11/2020
9
- 03/11/2020
10
- 03/11/2020