ნათია ხინტკირია
გამოქვეყნებულია: 17.05.2022 13:33
დასრულების თარიღი: 16.06.2022 13:33
0
210

მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი -აბაშაში

მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარი

მიუსაფარი ცხოველების თემა საქართველოში და  აბაშის მუნიციპალიტეტში დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. გარდა იმისა, რომ მათ აუტანელ პირობებში უხდებათ ქუჩაში ცხოვრება, უსახლკარო ცხოველები ხშირად ინფექციური დაავადებების მატარებლებადაც გვევლინებიან. მაწანწალა ცხოველების არსებობის ერთ–ერთი მიზეზი პატრონების გულგრილობა და შობადობის უკონტროლო მდგომარეობაში ყოფნაა.

ის მეთოდები კი, რომლითაც სათანადო სახელმწიფო სამსახურები ცდილობენ მაწანწალა ცხოველების პრობლემების გადაწყვეტას, ყოვლად არაჰუმანური, მიუღებელი და არაეფექტურია.

გამოსავლად გვესახება აბაშის მუნიციპალიტეტში აშენდეს მაწანწალა ცხოველების თავშესაფარი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ვეტერინალური მომსახურეობით, კვებით და შესაბამისი გარემოთი.

 

P.s

იდეა ეკუთვნით: სსიპ-კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯრო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებს

 

 

პეტიცია დასრულებულია
პეტიციას ხელმოწერები არ აქვს