ხვიჩა ჩოჩია
გამოქვეყნებულია: 30.10.2019 15:03
დასრულების თარიღი: 29.11.2019 15:03
244
210

პეტიცია ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ტყვირის ცენტრში მინი სტადიონის განათებასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია მუნიციპალიტეტის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებისა და შემუშავების პროცესში, მოსახლეობის ჩართვა წარმოადგენს უმთავრეს პირობას, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობა უშუალოდ იცნობს საკუთარის დასახლების პრობლემებსა და საჭიროებებს. სწორედ ამ მიმართულებით გვინდა მივიქციოთ თქვენი ყურადღება. გაცნობებთ, რომ ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ტყვირის ცენტრში არსებობს მინი სტადიონი. ადგილობრივ მოზარდებსა და ახალგაზრდებს აქვთ ღია, თანამედროვე სპორტული მოედანი, სადც ინტენსიურად ტარდება შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. აღნიშნული ხელს უწყობს მოზარდებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. სამწუხაროდ აღნიშნულ მინი სტადიონს არ გაჩნია გარე განათება, რომლის მოწყობაც კიდევ უფრო გაზრდიდა ახალგაზრდების დაინტერესებას და ჩართულობას ჯანსაღის ცხოვრების წესის მიმართ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანული კანონის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა. ყოველივე აქედან გამომდინარე აბაშის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები მოგმართავთ თხოვნით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად განიხილოს წარმოდგენილი პეტიცია და უმოკლეს დროში უზრუნველყოს ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ტყვირის ცენტრში მინი სტადიონის განათების მოწყობა.

პეტიცია დასრულებულია
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
- 30/10/2019
2
- 30/10/2019
3
ხვიჩა ჩოჩია 30/10/2019
4
- 30/10/2019
5
- 30/10/2019
6
- 30/10/2019
7
- 30/10/2019
8
- 30/10/2019
9
- 30/10/2019
10
ნაზიბროლა ქვილითაია 30/10/2019