ირმა სოლომონია
გამოქვეყნებულია: 13.12.2019 13:07
დასრულების თარიღი: 12.01.2020 13:07
217
210

პეტიცია სუჯუნის თემის სოფლებში განათების ბოძების მოწესრიგების თაობაზე

როგორც ცნობილია მუნიციპალიტეტის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებისა და შემუშავების პროცესში, მოსახლეობის ჩართვა წარმოადგენს უმთავრეს პირობას, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობა უშუალოდ იცნობს საკუთარის დასახლების პრობლემებსა და საჭიროებებს. სწორედ ამ მიმართულებით გვინდა მივიქციოთ თქვენი ყურადღება. გაცნობებთ, რომ ჩვენთვის ცნობილია რომ 2020 წლის ბიუჯეტში ჩასმულია სუჯუნის ცენტრალური გზების განათების გეგმა, თუმცა სამწუხაროდ შიდა უბნებში - სარუსიო წალიკარის მიმართულებით (700 მეტრი) და სოფელი ეწერი ილიას ქუჩის ბოლომდე (2 კმ) რჩება განათების გარეშე, რის გამოც მოსახლებას ღამის საათებში უჭირს გადაადგილება.  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანული კანონის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა. ყოველივე აქედან გამომდინარე აბაშის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები მოგმართავთ თხოვნით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად განიხილოს წარმოდგენილი პეტიცია და უმოკლეს დროში უზრუნველყოს ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიულ ერთეულებში განათების ბოძების მონტაჟი. 

ხელმოწერების რაოდენობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ზე ნაკლებია

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
ნანა ძველაია 14/12/2019
2
ელზა ჯანელიძე 18/12/2019
3
ნანა კიზირია 18/12/2019
4
ინგა მიქავა 18/12/2019
5
მანანა მიგინეიშვილი 18/12/2019
6
ნინო ქორჩილავა 18/12/2019
7
გიორგი ძველაია 18/12/2019
8
გოგო მიმინოშვილი 18/12/2019
9
გოგა მიმინოშვილი 18/12/2019
10
თინა კუცია 18/12/2019