დავითი ფარტენაძე
გამოქვეყნებულია: 03.09.2018 16:30
დასრულების თარიღი: 03.10.2018 16:30
1111
708

ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩის სახელის გადარქმევა

როგორც მოგეხსენებათ, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, კერძოდ, ბათუმის საკრებულოს 2010 წლის, 16 მარტის N44 განკარგულებით, რუსთაველის და გორგილაძის ქუჩების შემაერთებელ ერთ-ერთ მონაკვეთს, მიენიჭა ნურეთინ ჩარმიქლის სახელწოდება.

როგორც წესი, გავრცელებული სამოქალაქო კულტურის მიხედვით, ქუჩისთვის სახელის მინიჭება ხდება, კონკრეტული პიროვნების გლობალური, ეროვნულ-მოქალაქეობრივი დამსახურებისა და შემოქმედებითი ღვაწლის მიხედვით.

მაგალითად მოგვყავს ციტატა, რომელ არგუმენტზე დაყრდნობითაც მაშინდელმა საკრებულოს შემადგენლობამ იხელმძღვანელა: "მოქალაქე ნურეთინ ჩარმიქლის მიერ ქალაქ ბათუმში განხორციელდა ინვესტიცია, რის საფუძველზეც დღეისათვის ქალაქ ბათუმში, რუსთაველის ქ. N28-ში განთავსებულია უნიკალური, თანამედროვე არქიტექტურული ღირებულების ობიექტი, სადაც ფუნქციონირებს საერთაშორისო იმიჯის მქონე სასტუმრო "შერატონი".

აგრეთვე მოგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების დროს, აღნიშნული ქუჩისთვის ნურეთინ ჩარმიქლის სახელის დარქმევა არ იყო საზოგადოების დაკვეთა.

ბიზნესმენი ნურეთინ ჩარმიქლი ასრულებდა კონკრეტული ფინანსური ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რისგანაც მან მიიღო ფინანსური მოგება. ანუ, შესაბამისად ბიზნესმენი ნურეთინ ჩარმიქლი არ ახორციელებდა საზოგადოებრივ, კულტურულ, საგანმანათლებლო და/ან საქველმოქმედო საქმიანობას. მისი ღვაწლი უნდა შეფასდეს როგორც კონკრეტული ბიზნეს ქმედება.

ჩვენ, პეტიციის ხელმომწერთ, მიგვაჩნია, რომ ქალაქ ბათუმში მდებარე ქუჩას, ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩას გადაერქვას სახელი და დაერქვას „ქართველი ჯარისკაცის“ სახელი. თუმცა ამასთანავე, ვაცხადებთ სრულ მზაობას, მოცემული ქუჩის ახალი სახელის შესარჩევად იმსჯელოს ქალაქ ბათუმის მერიის, საკრებულოს, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიამ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნულ ქუჩაზე ქალაქ ბათუმში არ არის რეგისტრირებული არცერთი მოსახლე, შესაბამისად აღნიშნული ქმედება არ გამოიწვევს ფინანსურ ხარჯებს და ქალაქის მერიისთვის არ დადგება ბიუჯეტიდან გაუთვალისწინებელი ფინანსების გამოყოფის საჭიროება.

აღნიშნული პეტიციის დაკმაყოფილების შემთხვევაში პეტიციის ხელმომწერნი მზად ვართ საკუთარი სახსრებით უზრუნველვყოთ აბრის შეცვლა-დემონტაჟი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ და განიხილოთ პეტიციის ხელმომწერთა თხოვნა და ქალაქ ბათუმში ''ნურეთინ ჩარმიქლის'' ქუჩას გადაერქვას სახელი.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 101-ე მუხლის თანახმად ელექტრონულმა პეტიციამ ,,ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩის სახელის გადარქმევის შესახებ“ მას შემდეგ, რაც ელექტრონულ პორტალზე დააგროვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ხმების  საჭირო რაოდენობა,  გადაგზავნილი იქნა განათლების განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიაში საკითხის განხილვისა  და სხდომაზე მისი გადაგზავნის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიაზე, რომელიც ჩატარდა 2018  წლის 29 ნოემბერს,  კომისიის წევრებმა განსახილვევლ საკითხს მხარი არ დაუჭირეს.

აღნიშნული საკითხი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ  მიღებული იქნა ცნობად.

 

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
ზაზა ფირცხალაიშვილი 03/09/2018
2
ბაკური ფარტენაძე 03/09/2018
3
- 03/09/2018
4
თორნიკე დუმბაძე 03/09/2018
5
ნათელა ბახტაძე 03/09/2018
6
რამაზ ვერძაძე 03/09/2018
7
Giorgi Gujabidze 03/09/2018
8
ვლადიმერ ჩიჩუა 03/09/2018
9
ოთარ ჩოგაძე 03/09/2018
10
ნოდარ ვარდმანიძე 03/09/2018