ბესიკ ბერიძე
გამოქვეყნებულია: 14.09.2020 13:00
დასრულების თარიღი: 14.10.2020 13:00
682
157

დაბის ტერიტორიაზე პროფესორ ვახტანგ პაპუნიძის ბიუსტის დადგმა

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარეს ბატონ შუქრი თურმანიძეს

მოქალაქე ბესიკ ბერიძის

(მცხოვრები: ქედა, სოფელი კვაშტა, II  შესახვევი №2;

მობ.: 574877722)

 

პეტიცია

 

დაბის ტერიტორიაზე პროფესორ ვახტანგ პაპუნიძის ბიუსტის დადგმის შესახებ

 

ქართველ მეცნიერთა, ინტელიგენციის და საზოგადოების ფართო წარმომადგენლობა მოითხოვს რათა მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, ჩვენი თანამემამულის, მაღალი ავტორიტეტის მქონე, ქართველი მეცნიერის, საქართველოში აგრო-ბიოლოგიისა და აგრო-ეკონომიკური მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლის, რომელმაც საერთაშორისო დონის წვლილი შეიტანა მეცნიერების განვითარებაში, გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ვახტანგ პაპუნიძის მშობლიურ რაიონში, დაბა ქედის ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილას განხორციელდეს მისი ბიუსტის დადგმა.

 

საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს 86-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6-ე დადგენილების 117-ე მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩეველი ბესიკ ბერიძე (მცხოვრები: ქედა, სოფელი კვაშტა II შესახვევი; მობ.: 574877722) წარმოგიდგენთ პეტიციას წინანდადების სახით შემდეგ საკითხზე: დაბის ტერიტორიაზე პროფესორ ვახტანგ პაპუნიძის ბიუსტის დადგმა.

მიმდინარე წლის 28 დეკემბრის N48 განკარგულებით ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება მოწონებული იქნას „დაბის ტერიტორიაზე პროფესორ ვახტანგ პაპუნიძის ბიუსტის განთავსების შესახებ“ ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი პეტიცია და ეთხოვოს მოქალაქე ბესიკ ბერიძეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იხელმძღვანელოს „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ნოემბრის №25 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
ზურან გათენაძე 21/09/2020
2
ჯუმბერ საკანდელიძე 21/09/2020
3
ნოდარი ჩხიკვაძე 21/09/2020
4
გურამ ბარამიძე 21/09/2020
5
სოლომონ ბეჟანიძე 21/09/2020
6
მურად ბერიძე 21/09/2020
7
გენრი მახაჭაძე 21/09/2020
8
შევქეთ გორგილაძე 21/09/2020
9
ზაურ დავითაძე 21/09/2020
10
გიორგი ბასილაძე 21/09/2020