გურანდა ცაგურია
გამოქვეყნებულია: 28.05.2021 22:07
დასრულების თარიღი: 27.06.2021 22:07
225
120

სოფელ ივანდიდის ცენტრში მდებარე სტადიონის მოწყობა

         სოფელი ივანდიდი ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ლამაზი, განათლებული ადამიანებით მდიდარი და საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე გაშლილი დასახლებაა. იგი არ არის მდიდარი ბუნებრივი ძეგლებით, თუმცა თემის სხვადასხვა უბანში მოქმედი წმინდა სალოცავები, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები და მწვანე ხეივნები დამსვენებელთათვის ძალიან  მიმზიდველს ხდის აქაურობას, ამიტომაც სოფლიდან წასული ოჯახები ხშირად სტუმრობენ მას.      

     სოფელ ივანდიდში ელექტრონული პეტიციის ამოქმედებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრაზე 23 აპრილს სოფლის ცენტრში შეკრებილმა 32-მა ადამიანმა (მათ შორის 21 მდედრობითი, 11 მამრობითი სქესის წარმომადგენელი) დაასახელა სამი ადგილობრივ დონეზე გადასაწყვეტი პრობლემა, რომელთაგან ახალგაზრდობამ სოფლის ცენტრში მდებარე სტადიონის მოწყობა მოითხოვა;

   მართლაც, სოფლის ცენტრში მთავარი გზის მიმდებარედ საფეხბურთო სტადიონია, რომელიც რეაბილიტაციასა და განახლებას საჭიროებს. იგი აქაური ახალგაზრდებისა თუ მოსული სტუმრების საყვარელი ადგილია მიუხედავად იმისა, რომ თითქმის იავარქმნილია და ბალახის გათიბვა საკუთარი ძალებით უწევთ. სტადიონი საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას, შემორაგვას, სკამებისა და ელექტრო ნათურების დამონტაჟებას.

     გთხოვთ,  აღნიშნული საკითხი საჯაროდ განიხილეთ საკრებულოს სხდომაზე და მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

აღნიშნული პეტიცია,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2021 წლის 28 ივნისის სხდომის გადაწყვეტილების და „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი)-ს დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 20 ნოემბრის N21 დადგენილების, 125-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გადაგზავნილია ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდგომი რეაგირებისათვის.

შესრულებული პეტიციების ანგარიში აისახება მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე www.khoni.gov.ge

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
კახა წულაია 29/05/2021
2
სალომე კაკულია 29/05/2021
3
თეონა ლეთოდიანი 31/05/2021
4
ტიციან ტაბიძე 31/05/2021
5
ოთარ ვეკუა 31/05/2021
6
ნიკოლოზ კილაძე 31/05/2021
7
ამალია ლიპარტელიანი 31/05/2021
8
ამბროსი ლიპარტელიანი 31/05/2021
9
ლავრენტი ლიპარტელიანი 31/05/2021
10
ლაშა ლიპარტელიანი 31/05/2021