გურანდა ცაგურია
გამოქვეყნებულია: 28.05.2021 12:16
დასრულების თარიღი: 27.06.2021 12:16
230
120

საბავშვო ატრაქციონის მოწყობა ივანდიდის ცენტრალურ სკვერში

         სოფელი ივანდიდი ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ლამაზი, განათლებული ადამიანებით მდიდარი და დიდ ტერიტორიაზე გაშლილი დასახლებაა. იგი არ არის მდიდარი ბუნებრივი ძეგლებით, თუმცა წმინდა სალოცავები, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები და მწვანე ხეივნები დამსვენებელთათვის ძალიან  მიმზიდველს ხდის აქაურობას, ამიტომაც სოფლიდან წასული ოჯახები ხშირად სტუმრობენ მას.     

     სოფელ ივანდიდში ელექტრონული პეტიციის ამოქმედებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრაზე 23 აპრილს შეკრებილმა 32-მა ადამიანმა (მათ შორის 21 მდედრობითი, 11 მამრობითი სქესის წარმომადგენელი) დაასახელეს პრობლემები, რომელთაგან უმრავლესობამ სოფლის ცენტრალურ სკვერში საბავშვო ატრაქციონის დამონტაჟება-მოწყობა მოითხოვა;

   დიახ, სოფლის ცენტრში არის ერთი თავშეყრის ადგილი, პატარა და ლამაზი სკვერი, სადაც ადგილობრივი და სტუმრად  მოსული ახალგაზრდები გართობისა და დასვენების მიზნით იკრიბებიან. თუმცა, ადგილობრივების თხოვნაა, რომ სკვერისთვის განკუთვნილ საკმაო ზომის ადგილზე გამოიძებნოს ადგილი საბავშვო ატრაქციონის დადგმა-დამონტაჟებისათვის, რათა იგი ადგილობრივი პატარებისთვისაც სასურველი და საინტერესო იყოს.

     ზემოთ უკვე ვთქვით, რომ ივანდიდი საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული სოფელია, სადაც ბევრი პატარა იზრდება, ზაფხულობით კი  ბავშვების რაოდენობა  ორმაგდება. ამიტომაც სკვერში ხშირად მოდიან ჩვილბავშვიანი დედებიც. სამწუხაროდ, სოფელში, კონკრეტულად კი ცენტრალურ სკვერში, არ არსებობს საბავშვო გასართობი ატრაქციონი, რაც თავისთავად პრობლემაა და აქ მცხოვრები პატარები ქალაქში მცხოვრები ბავშვებისგან განსხვავებით ამ ელემენტარულ გასართობს მოკლებულები არიან, ქალაქში ჩასვლა და პატარების იქაურ ბულვარში გართობა კი ბევრისთვის ფუფუნებად ქცეულა.

     ვინაიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის გათვალისწინებით თვითმმართველობის უფლებამოსილებას განეკუთვნება  მსგავსი ადგილების ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარება, გთხოვთ, საკრებულოს სხდომაზე საჯაროდ განიხილეთ აღნიშნული საკითხი, რათა უმოკლეს ვადაში სოფლის საბავშვო ბაღის ეზოში განთავსდეს საბავშვო ატრაქციონი და  დაკმაყოფილდეს მოსახლეობის მოთხოვნა.

აღნიშნული პეტიცია,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2021 წლის 28 ივნისის სხდომის გადაწყვეტილების და „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი)-ს დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 20 ნოემბრის N21 დადგენილების, 125-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გადაგზავნილია ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდგომი რეაგირებისათვის.

შესრულებული პეტიციების ანგარიში აისახება მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე www.khoni.gov.ge

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
ბაჩანა ბასილაია 31/05/2021
2
გულადი კუჭავა 31/05/2021
3
ნანული ლეკვეიშვილი 31/05/2021
4
ამალია ლიპარტელიანი 31/05/2021
5
ამბროსი ლიპარტელიანი 31/05/2021
6
ლავრენტი ლიპარტელიანი 31/05/2021
7
ლაშა ლიპარტელიანი 31/05/2021
8
ტარიელ ლიპარტელიანი 31/05/2021
9
ქეთევანი ლიპარტელიანი 31/05/2021
10
აკაკი მამარდაშვილი 31/05/2021