ბაჩანა ბასილაია
გამოქვეყნებულია: 28.05.2021 18:19
დასრულების თარიღი: 27.06.2021 18:19
160
120

ქალაქ ხონში მიუსაფარი ძაღლების აცრის, კასტრაცია/სტერილიზაციის სტანდარტების დანერგვა და შესაბამისი ფინანსური რესურსების გამოყოფა

მოგეხსენებათ, ყველა ქალაქს აწუხებს მიუსაფარი ძაღლების დიდი რაოდენობა, განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას,  ამ მხრივ არც ხონის მუნიციპალიტეტია გამონაკლისი და საჭიროებს მიუსაფარი ძაღლების საკითხის მართვას.

პეტიციაზე შემოგვაქვს  საკითხი, ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მოიძებნოს ფინანსური რესურსები, მიუსაფარი ძაღლების აცრის, კასტრაცია/სტერილიზაციისთვის.

კასტრაცია/სტერილიზაცია მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის, მსოფლიოში აპრობირებული, ერთადერთი ჰუმანური და ეფექტური მეთოდია, რომელიც ქირურგიული ოპერაციის შედეგად, ცხოველის რეპროდუქციული უნარის შეწყვეტას გულისხმობს.

რატომ კასტრაცია/სტერილიზაცია?

  • პოზიტიურად იცვლება ცხოველის ქცევა - მცირდება აგრესია და ტერიტორიის მონიშვნის სურვილი;
  • მნიშვნელოვნად მცირდება სიმსივნური და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების რისკი;
  • დაახლოებით 3-5 წლით იზრდება ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა;
  • შემცირდება ქუჩის ცხოველების რაოდენობა.

აღნიშნული პეტიცია,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2021 წლის 8 ივნისის სხდომის გადაწყვეტილების და „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი)-ს დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 20 ნოემბრის N21 დადგენილების, 125-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გადაგზავნილია ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდგომი რეაგირებისათვის.

შესრულებული პეტიციების ანგარიში აისახება მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე www.khoni.gov.ge

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
- 28/05/2021
2
- 28/05/2021
3
ლია ბარაბაძე 28/05/2021
4
თამარი ბახტაძე 28/05/2021
5
ნუციკო ვაშაკიძე 28/05/2021
6
გიორგი სტურუა 28/05/2021
7
მარინა ჩაგუნავა 28/05/2021
8
შოთა სტურუა 28/05/2021
9
ნონა ქურასბედიანი 28/05/2021
10
- 28/05/2021