ელისო ჯიქია
გამოქვეყნებულია: 01.06.2021 18:59
დასრულების თარიღი: 25.06.2021 11:28
123
120

საბავშვო ატრაქციონი სოფელ გორდში

გორდი საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული სოფელია, გარდა ამისა ქვეყნის ერთ-ერთი ტურისტულად მიმზიდველი ლოკაციაა. სოფელში ბევრი პატარა იზრდება , ზაფხულობით კი  ბავშვების რაოდენობა  ორმაგდება. აქ მოდიან , როგორც დამსვენებლები , ისე ტურისტები. სამწუხაროდ, სოფელში არ არსებობს არც ერთი საბავშვო გასართობი ატრაქციონი, რაც თავისთავად პრობლემაა და აქ მცხოვრები პატარები ქალაქში მცხოვრები ბავშვებისგან განსხვავებით ამ ელემენტალურ გასართობს მოკლებულები არიან.

ვინაიდან, ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის გათვალისწინებით თვითმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება  სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწყობა- განვითარება, გთხოვთ საკრებულოს სხდომაზე საჯაროდ განიხილეთ აღნიშნული საკითხი, რათა უმოკლეს ვადაში სოფლის საბავშვო ბაღის ეზოში განთავსდეს საბავშვო ატრაქციონი და  დაკმაყოფილდეს მოსახლეობის მოთხოვნა.

აღნიშნული პეტიცია,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2021 წლის 28 ივნისის სხდომის გადაწყვეტილების და „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი)-ს დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 20 ნოემბრის N21 დადგენილების, 125-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გადაგზავნილია ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდგომი რეაგირებისათვის.

შესრულებული პეტიციების ანგარიში აისახება მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე www.khoni.gov.ge

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
ბაჩანა ბასილაია 02/06/2021
2
ანჟელა წულაია 03/06/2021
3
იოსებ ჯიშკარიანი 03/06/2021
4
ოთიკო კუხალაშვილი 03/06/2021
5
მაგული ჯიშკარიანი 03/06/2021
6
ასლამი წულაია 03/06/2021
7
გურანდა ცაგურია 03/06/2021
8
ანა ბუაძე 03/06/2021
9
გივი ბუაძე 03/06/2021
10
ნანი თოშხუა 05/06/2021