ილია გორდულაძე
გამოქვეყნებულია: 02.06.2021 15:04
დასრულების თარიღი: 02.07.2021 15:04
154
120

ვაკანსიების ვებ-საიტი ხონში (სტარტაპი)

გამარჯობა

იდეა იმის შესახებ, რომ კონკრეტულად ხონს ჭირდებოდა ვაკანსიების საიტი, სადაც დამსაქმებლები შეძლებდნენ თავიანთი დაწესებულებებისთვის ვაკანტური ადგილების განთვსებას, დიდი ხნის წინ გამიჩნდა. ამ ყველაფერს დაემატა ისიც რომ, არსებობს სოციალურ ქსელში ხონის ფორუმის ჯგუფი, სადაც აქტიურად იდება თითქმის ყოველდღე დამსაქმებლების მხრიდან ვაკანტური ადგილები, ფორუმზე ატვირთული ვაკანსიები რაღაც დროის შემდგომ იკარგება (უმეტესად დილით განთავსებულ ვაკანსიებს საღამოს ვერ პოულობენ, რადგან სხვა ინფორმაციები, რაც ჯგუფში იდება მას ფარავს), ამიტომ ცალსახად საჭიროა ერთ სრულყოფილ პლატფორმაზე თავმოყრა, რათა უფრო გამარტივებული იყოს ყველასთვის.

მოგეხსენებათ საიტებზე, როგორიცაა: jobs.ge hr.ge cv.ge და ა.შ ვერ შეხვდებით ქალაქ ხონზე განთავსებული ვაკანსიებს, აქიდან გამომდინარე მსურს ხალხის დახმარებით შევმქნა პლატფორმა/ვებ-გვერდი, რომელიც ხონელ საზოგადეობას დაეხმარება, რომ უფრო მარტივად შეძლონ დასაქმება, ვაკანტური ადგილების მოძიება თავიანთ სფეროში და დამსაქმებლებთან დაკავშირება დისტანციურად.

პეტიციაზე შემომაქვს  საკითხი, ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მოიძებნოს ფინანსური რესურსები, რათა დაფინანსდეს ჩვენი სტარტაპი.

 

(დამატებითი ინფორმაციისთვის დავურთავ ფოტოებს, თუ როგორი იქნება დასრულების შემდგომ ვაკანსიების საიტი)

აღნიშნული პეტიცია,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2021 წლის 28 ივნისის სხდომის გადაწყვეტილების და „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი)-ს დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 20 ნოემბრის N21 დადგენილების, 125-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გადაგზავნილია ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდგომი რეაგირებისათვის.

შესრულებული პეტიციების ანგარიში აისახება მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე www.khoni.gov.ge

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
- 02/06/2021
2
რუსუდან დარსაველიძე 02/06/2021
3
ანეტა ჯალაღანია 02/06/2021
4
მერი ბენდელიანი 02/06/2021
5
- 02/06/2021
6
ბაჩანა ბასილაია 02/06/2021
7
მაკა ლეთოდიანი 02/06/2021
8
ონისე გორდულაძე 02/06/2021
9
ნინო კახაძე 02/06/2021
10
ოთარ გოფოძე 02/06/2021