ბაჩანა ბასილაია
გამოქვეყნებულია: 04.06.2021 09:16
დასრულების თარიღი: 04.07.2021 09:16
127
120

სოფელ გოჩა-ჯიხაიშის მოსახლეობისთვის ტრანპორტირების მოწესრიგება

ხონის მიმართულებით, სოფელ გოჩა-ჯიხაიშიდან, სამგზავრო მიკროავტობუსი მოძრაობს  მხოლოდ ბაზრობის დღეებში, ოთხშაბათს და კვირას,  გადასახადს იხდის მოსახლეობა, აღნიშნული ორ დღიანი გრაფიკი ვერ უზრუნველყოფს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობას ხონში მოქმედ სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და სასწავლო დაწესებულებების აქტივობებში, საოჯახო საქმეებისთვისაც ძალიან ცოტა დროა კვირაში ორი დღე, საჭიროების შემთხვევაში უწევთ კერძო მომსახურეობის მიღება რაც საკმაოდ ძვირია.

იმისათვის, რომ  გოჩა-ჯიხაიშში მცხოვრებ და ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს ერთნაირი ხელმისაწვდომობა ყველა სერვისზე, აუცილებელია ტრანსპორტი მოძრაობდეს კვირაში მინიმუმ ოთხი დღე, ამისთვის საჭიროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოხდეს ნაწილობრივი სუბსიდირება, რადგან არა ბაზრობის დღეებში იმდენი მგზავრი არ არის და კერძო სამარშუტო ტრანსპორტი თვის ხარჯს ვერ ფარავს. სუბსიდირების შემთხვევაში მოსახლეობაც მიეჩვევა და გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია სუბსიდირებაც არ იყოს საჭირო. 

 

აღნიშნული პეტიცია,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2021 წლის 13  ივლისის  სხდომის გადაწყვეტილების და „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი)-ს დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 20 ნოემბრის N21 დადგენილების, 125-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გადაგზავნილია ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდგომი რეაგირებისათვის.

შესრულებული პეტიციების ანგარიში აისახება მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე www.khoni.gov.ge

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
გურანდა ცაგურია 04/06/2021
2
ანა ბუაძე 04/06/2021
3
გივი ბუაძე 04/06/2021
4
ციცინო ბუაძე 04/06/2021
5
ამირანი ცაგურია 04/06/2021
6
თინათინი გელენიძე 09/06/2021
7
ანჟელა წულაია 10/06/2021
8
ასლამი წულაია 10/06/2021
9
ნატალია კაკაბაძე 10/06/2021
10
ვლადიმერ კაკაბაძე 10/06/2021