ანჟელა წულაია
გამოქვეყნებულია: 04.06.2021 09:57
დასრულების თარიღი: 04.07.2021 09:57
154
120

საუბნო გზების მოწესრიგება ვაჭარაძეებში და წიქვაძეებში

სოფელ კუხში ვაჭარაძეებისა და წიქვაძების უბნების მოსახლეობას წლებია უგზოობა აწუხებს. შიდა საუბნო, სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი  გზები  მოუწესრიგებელია. აქ გადაადგილება უჭირს როგორც ქვეითად მოსიარულეს,  ისე ავტომობილს. განსაკუთრებული  პრობლემები იქმნება უამინდობის დროს.

უგზოობა ართულებს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს. ფერხდება აღნიშნული დასახლებების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. სოფელი კუხი მჭიდროდ დასახლებულია და ყველა ადგილობრივს  განვითარების თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეს. შიდასაუბნო  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კი ამ მიმართულებთ უპირველესი ამოცანაა.

ვინაიდან, ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის გათვალისწინებით თვითმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება შიდა გზების მოწესრიგება მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ აღნიშნული საკითხი.

აღნიშნული პეტიცია,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2021 წლის 28 ივნისის სხდომის გადაწყვეტილების და „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი)-ს დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 20 ნოემბრის N21 დადგენილების, 125-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გადაგზავნილია ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდგომი რეაგირებისათვის.

შესრულებული პეტიციების ანგარიში აისახება მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე www.khoni.gov.ge

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
ნატალია კაკაბაძე 04/06/2021
2
ვლადიმერ კაკაბაძე 04/06/2021
3
თამარ კიკაბიძე 04/06/2021
4
თამაზ ჯიშკარიანი 04/06/2021
5
იოსებ ჯიშკარიანი 04/06/2021
6
თამარ გენძეხაძე 04/06/2021
7
ია ჯანელიძე 04/06/2021
8
მაყვალა მუშკუდიანი 04/06/2021
9
გოჩა გენძეხაძე 04/06/2021
10
ეკა კაკაბაძე 04/06/2021