ილია გორდულაძე
გამოქვეყნებულია: 11.06.2021 20:57
დასრულების თარიღი: 11.07.2021 20:57
154
120

სტადიონის რეაბილიტაცია სოფელ საწულუკიძეოში

სოფელი საწულუკიძეო ხონის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ- ერთი ლამაზი და აქტიური სოფელია, რომელიც მდებარეობს ხონის ცენტრთან ახლოს.

ჩვენი სოფლიდან არის წარმოშვებით 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ვეფხია ჯიშკარიანი, რომლის სახელობის სკოლაც არსებობს ჩვენ სოფელში, ასევე გვაქვს ახლად აშენებული მთავარანგელოზის ეკლესია. სოფელს არ აქვს კეთილ მოწყობილი სტადიონი. ყოველ საღამოს იკრიბებიან ახალგაზრდები ფეხბურთის სათამაშოდ მაგრამ ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორის გამო ვერ ახერხებენ სრულყოფილად თამაშს, მაგალითად საფეხბურთო მოედნის კარებს არ აქვს ბადე, მოედანი არ არის კარგად შემოღობილი, რის გამოც საქონელი შედის და აბინძურებს მოედანს და ამის გამო მოედნის საფარი არის დაზიანებული და სჭირდება რეაბილიტაცია, ასევე არ არის სკამები იმისთვის, რომ მაყურებელი დასხდეს და უყუროს ფეხბურთს. სოფლის მოსახლეობა ითხოვს, რომ სტადიონი მოაწესრიგონ, რადგან არა მარტო სოფლის ახალგაზრდობა სხვა უბნებიდანაც მოდიან სათამაშოდ.

აღნიშნული პეტიცია,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2021 წლის 28 ივნისის სხდომის გადაწყვეტილების და „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი)-ს დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 20 ნოემბრის N21 დადგენილების, 125-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გადაგზავნილია ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდგომი რეაგირებისათვის.

შესრულებული პეტიციების ანგარიში აისახება მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე www.khoni.gov.ge

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
მერი ბენდელიანი 11/06/2021
2
- 11/06/2021
3
მარიამ ჩარგეიშვილი 11/06/2021
4
ნინო სანოძე 11/06/2021
5
გიორგი ქუთათელაძე 11/06/2021
6
ანეტა ჯალაღანია 11/06/2021
7
მერაბ გორდულაძე 11/06/2021
8
გიორგი უგულავა 11/06/2021
9
სოსო ჯალაღანია 11/06/2021
10
ბესარიონი ნაქრაძე 11/06/2021