გურანდა ცაგურია
გამოქვეყნებულია: 28.05.2021 22:50
დასრულების თარიღი: 27.06.2021 22:50
180
120

სოფელ ქუტირის ცენტრში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია

     ქუტირი დიდი თემია, რომელიც სამ სოფელს და ბევრ ლამაზ უბანს მოიცავს დაახლოებით 1 800-მდე მოსახლით, ყოველ უბანს კი ადგილობრივი თუ ჩამოსული ახალგაზრდობის საყვარელი თავშეყრის ადგილი გააჩნია, რომელთაც წლების მანძილზე თავად ალამაზებენ და უვლიან, თუმცა დროის სვლა ამჟამად მათ სრულყოფილ რეაბილიტაციას მოითხოვს.

     2021 წლის 23 აპრილს ხონის მუნიციპალიტეტის ელექტრონული პეტიციის სისტემის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისა და სისტემის ამოქმედებისათვის გაწერილი გრაფიკის მიხედვით დაგეგმილ საინფორმაციო შეხვედრაზე ქუტირის ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემათა ნუსხა გამოიკვეთა.

     სოფლის ცენტრში შეკრებილი სხვადასხვა ასაკის ადამიანები (სულ 45, მათ შორის 27 მდედრობითი, 18 მამრობითი სქესის წარმომადგენელი) ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ შეჯერდნენ, რომ პეტიციას ხელი მოაწერონ სოფლის ცენტრში არსებული მარტივი ტიპის სპორტული მოედნის რეაბილიტაციის, ასფალტირებული მოედნის მწვანე საფარით დაფარვისა და განათების აღდგენის მოთხოვნის შესახებ;

 

      ჩვენ, პეტიციის შემდგენლები, გთხოვთ დაახლოებით 500 კვ. მეტრი ფართობის მქონე მარტივი ტიპის მოედნის სრულ რეაბილიტაციას, რადგან იგი გაზაფხულიდან შემოდგომამდე (ასევე ზამთრის კარგ ამინდებში), გასართობად და სპორტული ღონისძიებებისთვის ფუნქციონირებადი მნიშვნელოვანი ატრაქცია იყო სოფლის ადგილობრივი თუ ჩამოსული ახალგაზრდობისათვის. მინი-სტადიონის დაარსების ისტორია მხოლოდ 20 წელს ითვლის. იგი დღესდღეობით კარგადაა შემორაგვული, თუმცა ასფალტის საფარი დაზიანებული და გამოუსადეგარი, უფრო მეტიც, სახიფათოც კია სათამაშოდ. იქ არ დგას არც ერთი ძელსკამი, არ ფუნქციონირებს განათებაც, რომ სათამაშოდ თუ არა, დასასვენებლად მაინც ჩამოსხდეს ახალგაზრდობა, იქაური მოსახლეობა. ამას იმიტომ ვაკონკრეტებთ, რომ სამწუხაროდ, მთელს თემში არ არსებობს არც ერთი მსგავსი ტიპის სპორტული მოედანი და აქაური ახალგაზრდები ქალაქში მცხოვრები ბავშვებისგან განსხვავებით ამ ელემენტარულ გასართობს მოკლებულები არიან.

     ვინაიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის გათვალისწინებით  თვითმმართველობის უფლებამოსილებას განეკუთვნება მინი-მოედნების ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარება, გთხოვთ, საკრებულოს სხდომაზე საჯაროდ განიხილოთ აღნიშნული საკითხი, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს მოედნის რეაბილიტაცია, მოეგოს მწვანე საფარი, აღდგეს განათება და დამონტაჟდეს რამდენიმე ძელსკამი, რათა დაკმაყოფილდეს იმ მოსახლეობის მოთხოვნა, რომლის ამსოლუტური უმრავლესობა მაქსიმალური შედეგის მისაღწევად მზადაა სამუშაოების დაწყებისთანავე მხარში ამოუდგეს შემსრულებელ ორგანიზაციებს როგორც ფიზიკური შრომით, ასევე ფინანსურად.         

      გთხოვთ მხედველობაში მიიღოთ წერილობითი და ფოტო-ვიდეო მასალა გადაწყვეტილების მიღებისას და დროულ ვადებში დაიწყოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები.

აღნიშნული პეტიცია,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2021 წლის 8 ივნისის სხდომის გადაწყვეტილების და „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი)-ს დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 20 ნოემბრის N21 დადგენილების, 125-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გადაგზავნილია ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდგომი რეაგირებისათვის.

შესრულებული პეტიციების ანგარიში აისახება მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე www.khoni.gov.ge

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
ნინო ლიპარტელიანი 31/05/2021
2
ბაჩანა ბასილაია 31/05/2021
3
Ლევანი Ქარცივაძე 31/05/2021
4
მარიამ ფანცხავა 31/05/2021
5
ქეთევან რუხაძე 31/05/2021
6
გიგა რუხაძე 31/05/2021
7
ტარიელ რუხაძე 31/05/2021
8
დარეჯან ფანცულაია 31/05/2021
9
სალომე რუხაძე 31/05/2021
10
ელისო გედენიძე 31/05/2021