ვახტანგ კაკალაძე
გამოქვეყნებულია: 13.05.2021 11:45
დასრულების თარიღი: 12.06.2021 11:45
0
677

ქობულეთის მუნიციპალიტეტი დაგვას კულტურის სახლის რესტავრაცია

მოგახსენებთ, რომ დაგვას კულტურის სახლის მშენებლობა დაიწყო 1953 წელს და დასრულდა 1964 წელს. ის უნიკალურ არქიტექტორულ, ბერძნულ ქართული ხუროთმოძღვრების ელემენტებით სავსე ნიმუშს წარმოადგენს. მრავალი წლის მანძილზე დაგვას კულტურის სახლში კულტურული ცხოვრება სჩქეფთა: აქ კონცერტებს მართავდნენ სუხიშვილები, ანსაბლი ივერია, ბერძნული ანსამბლი ,,ელადა"  და ა. შ.

 

დღეს, ამ დიდი ისტორიის მქონე კულტურის სახლი სავალალო მდგომარეობაშია, ნგრევის პირასაა და მას გადარჩენა სჭირდება, ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას მაგრამ კულტურის სახლის სარეაბილიტაციო ხარჯები სოლიდურია და ამ მიზეზით დღემდე დაყოვნებულია მისი აღდგენა.

ადგილობრივი მოსახლეობა მივესალმებით პრემიერ მინისტრის ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას კულტურული ძეგლების აღდგენისათვის ფინანსური რესურსების გამოყოფის შესახებ. და მოგმართავთ თხოვნით ადვოკატირება გაგვიწიოთ ამ პროგრამის ფარგლებში, აღდგეს დაგვას კულტურის სახლი რომელიც, მისი რეაბილიტაციის შემთხვევაში მთელი ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის კულტურის უდიდეს კერად და ტურიზმისთვის მიმზიდველ ადგფილას იქცევა. გთხოვთ გულთან მიიტანეთ ჩვენი თხოვნა და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება.

პეტიცია დასრულებულია
პეტიციას ხელმოწერები არ აქვს