ირაკლი პაპავა
გამოქვეყნებულია: 31.05.2021 14:24
დასრულების თარიღი: 30.06.2021 14:24
1
293

განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება ქალაქ ლანჩხუთისთვის

ქალაქ ლანჩხუთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს განვითარების გენერალური გეგმის არარსებობა. ბოლო პერიოდში ქ. ლანჩხუთში გაიზარდა მშენებლობების რიცხვი; ძირითადად, ესაა საცალო ვაჭრობის ობიექტები, სუპერმარკეტები, საბანკეტო დარბაზები, სამშენებლო მასალების მაღაზიები, ავტოსამრეცხაოები. როგორც წესი, მშენებლობის ნებართვები გაიცემა მუნიციპალიტეტის მიერ, მაგრამ, მშენებლობის რეგულირების არარსებობის გამო, რაც, თავის მხრივ, გენგეგმის არარსებობითაა გამოწვეული, ხშირად დარღვეულია საჯარო ინტერესი. ფიქსირდება ტროტუარებზე მშენებლობის ფაქტები, ნებართვის გაცემის დროს არ ხდება სატრანსპორტო, პარკინგის და სხვა საკითხების სათანადოდ გათვალისწინება. გენგეგმის არარსებობა ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს ქალაქის მწვანე სივრცეებს და სარეკრეაციო ტერიტორიებს. არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ქალაქის მდგრად ურბანულ განვითარებას.

ამიტომაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს პერიოდში დაიწყოს მუშაობა ქალაქ ლანჩხუთის განვითარების გენერალურ გეგმაზე და ეს პროცესი წარიმართოს ფართო საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის თანხლებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და მისგან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნტის შესაბამისად, მოვითხოვთ:

(1) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა, შეძლებისდაგვარად, უმოკლეს ვადაში დაიწყოს სათანადო წარმოება ქალაქ ლანჩხუთისთვის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების თაობაზე;

(2) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის გენერალური გეგმის მომზადების პროცესში მოქალაქეთა ინფორმირებასა და აქტიურ ჩართულობას;

(3) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა (საკრებულო / მერია), კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებთან აქტიური და მჭიდრო ურთიერთქმედებით, უზრუნველყოს შესაბამისი ფინანსური სახსრების მოძიება ქალაქ ლანჩხუთისთვის განვითარების გენერალური გეგმის მოსამზადებლად და შესამუშავებლად.

პეტიციამ საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ვერ დააგროვა.
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
ირაკლი პაპავა 08/06/2021