დავით ფასიეშვილი
გამოქვეყნებულია: 28.02.2019 10:35
დასრულების თარიღი: 30.03.2019 10:35
386
315

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში-ქ. ოზურგეთში ალ. ყაზბეგის ქუჩაზე, სასმელი წყლის უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით, გაბიონის მშენებლობა

როგორც ცნობილია მუნიციპალიტეტის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებისა და შემუშავების პროცესში, მოსახლეობის ჩართვა წარმოადგენს უმთავრეს პირობას, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცნობთ ჩვენი დასახლების პრობლემებსა და საჭიროებებს.

სწორედ ამ მიმართულებით გვინდა მივიქციოთ თქვენი ყურადღება.

გაცნობებთ, რომ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ქალაქ ოზურგეთში ჟორჟოლიანის ქუჩაზე,  განხორციელდა მდინარე ბჟუჟის  მარჯვენა სანაპიროს ნაპირსამაგრი სამუშაოები,  გაკეთდა  350  მეტრი სიგრძის გაბიონები, რამაც წყალდიდობის დროს არაერთხელ გამოიწვია მოპირდაპირე მხარეს, ალ. ყაზბეგის ქუჩაზე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყალსადენის მეურნეობის ტერიტორიის დატბორვა. ასევე დაიტბორა საცხოვრებელი ეზოები, რამაც  მატერიალური ზარალი მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას.

გაბიონების მშენებლობის პროცესში, ყაზბეგის ქუჩის მაცხოვრებლებმა, არაერთხელ მივმართეთ განცხადებით მუნიციპალიტეტის მერიას, იმ მიზნით, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელებულიყო მდინარის არამარტო მარჯვენა, არამედ მარცხენა სანაპიროზეც. შეგახსენებთ, რომ  აქ ნაპირდაცვითი გაბიონის კედლის სიგრძე არ აღემატებოდა 65 მეტრს, ამდენად პროექტის მასშტაბებიდან  გამომდინარე შესაძლებელი იყო დამცავი გაბიონის მარცხენა სანაპიროზე მოწყობაც.  იყო დაპირება, მაგრამ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

როგორც იცით მდინარე ბჟუჟი  მთაში იღებს სათავეს. ადრე გაზაფხულზე როდესაც თოვლი დნობას იწყებს,  ხშირია მდინარის ადიდების შემთხვევები.  ბჟუჟის  ადიდებას ასევე იწვევს უამინდობა და ინტენსიური წვიმიანობის პერიოდი. მაღალმთაში არსებობს მდინარის კალაპოტის ჩაკეტვის რისკები, რომლისთვისაც დამახასიეთებელია წყლის დონის სწრაფი მატება და წყალმოვარდნა.

გვინდა მოგახსენოთ, რომ ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე წყალმომარაგების მეურნეობაში, სასმელი წყლით მომარაგება ხდება წყლის შემკრები მილსადენებით, მიწისქვეშა ჰორიზონტალური დრენაჟებიდან, რომლიდანაც წყალი მიედინება სატუმბო სადგურის რეზერუარში. წყალმოვარდნის დროს არსებობს წყალსადენის მეურნეობის ტერიტორიის დატბორვის, ნიადაგის წყლით გაჟღენთის და შემკრებ კოლექტორში დაბინძურებული წყლის შეღწევის რისკები. აღნიშნული გარემოება უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს სასმელი წყლის ხარისხზე.

გამომდინარე იქედან თუ რითაა დაბინძურებული წყალი, მან შეიძლება ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება გამოიწვიოს. სასმელი წყლის საშუალებით ადამიანი შეიძლება დაავადდეს ასამდე სხვადასხვა მიკროორგანიზმით-ვირუსებით, ბაქტერიებით, პარაზიტებით და ა.შ.

სასმელი წყლის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყლის ობიექტების დაცვა დატბორვის, დაბინძურების, დანაგვიანების და სხვა ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და გამოიწვიოს წყლის ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური თვისებების გაუარესება და ბუნებრივი თვითგაწმენდის უნარის დაქვეითება.

სასმელი წყლის უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით,  მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და მოაგვაროს წარმოშობილი პრობლემა.

აღნიშნულიდან გამომდინარე ქ. ოზურგეთში რეგისტრირებული მოქალაქეები მოგმართავთ თხოვნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად განიხილოს წარმოდგენილი პეტიცია და უმოკლეს დროში უზრუნველყოს ქ. ოზურგეთში, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე გაბიონის პროექტირებისა და მშენებლობის დაწყება.  

 

იხილეთ ვიდეო.

 

პეტიციის წარმდგენი პირები:

1.       დავით ფასიეშვილი - 33001037063 – 577533332

2.       ირმა ქართველიშვილი - 33001003523 – 577617411

 

პეტიცია დასრულებულია და მზადდება ბიუროს სხდომაზე გასატანად

ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
- 28/02/2019
2
- 28/02/2019
3
ნანა მამალაძე 28/02/2019
4
თინათინ ლაღიძე 28/02/2019
5
ნინო ფასიეშვილი 28/02/2019
6
ირმა ქართველიშვილო 28/02/2019
7
თეიმურაზ ბერიშვილი 01/03/2019
8
ივანე ჟღენტი 01/03/2019
9
თემრაზ გაგნიძე 01/03/2019
10
ციური დოლიძე 01/03/2019