ნიკოლოზ ჯაბახიძე
გამოქვეყნებულია: 04.09.2023 15:40
დასრულების თარიღი: 04.10.2023 15:40
135
1120

სეპარირებული ურნები გორს

ნარჩენების სეპარირება და მათი გადამუშავება საციცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ნარჩენის ნაგავთან ერთად გადაყრა ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას, რომლის შედეგებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. პლასტიკის ნარჩენის გახრწნას ასობით წელი სჭირდება, თუმცა მთლიანად მაინც არ ხრწნება, გარდაიქმნება მიპროპლასტიკად, რომლის ტოქსინებიც აგრძელებენ გარემოს დაბინძურებას. პლასტიკისგან წარმოებული ნივთებისგან წარმოქმნილი დაბინძურება ამ ეტაპზე მთლიანი დაბინძურების 4 პროცენტია, თუმცა ეს რიცხვი საგრძნობლად იზრდება და 25 წელში 15 პროცენტს მიაღწევს. 

ევროკავშირთან სოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც საქართველო 2019 წლიდან სეპარირების სისტემაზე უნდა გადასულიყო. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ჩვენს რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში. 

ზოგადად ქვეყანაში, ხოლო მათ შორის გორის მუნიციპალიტეტში არ არსებობს ნარჩენის დახარისხების პრაქტიკა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილს სურს ნარჩენების დახარისხება, ეს შეუძლებელია, რადგან არ არსებობს ცალკე გამოყოფილი ურნები, ნარჩენისთვის, შესაბამისად არც გადამუშავდება პლასტიკის პროდუქტი.

ამ სისტემაზე გადასვლისთვის უმნიშვნელოვანისია ცნობიერების დონის გაზრდა და კულტურის ჩამოყალიბება საზოგადოებაში. ჩვენი ინიციატივაა გორის მუნიციპალიტეტში განთავსდეს 50 სპეციალური კონტეინერი პლასტიკის ნარჩენებისთვის. ეტაპობრივად საზოგადოებაში ჩამოყალიბებდა ნარჩენების სეპარირების ჩვევა, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების ეფექტურად მართვას და რესურსების დაზოგვას.

პეტიციამ საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ვერ დააგროვა.
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
მედეა პავლიაშვილი 05/09/2023
2
მარიამი მესხი 05/09/2023
3
თორნიკე გელიტაშვილი 05/09/2023
4
ნინო პერტაია 05/09/2023
5
ანა ტერტერაშვილი 05/09/2023
6
- 05/09/2023
7
- 05/09/2023
8
ანა მაკრახიძე 05/09/2023
9
მართა ხაჩიური 05/09/2023
10
ნინო ხომასურიძე 05/09/2023