ბეჟანი მახარაძე
გამოქვეყნებულია: 26.03.2019 21:48
დასრულების თარიღი: 25.04.2019 21:48
323
315

სოფ.კონჭკათის, მთავარანგელოზ მიქაელისა და გაბრიელის სახელობის XI საუკუნის მამათა მონასტრის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

მოგახსენებთ, რომ  სოფ. კონჭკათში მთავარანგელოზ მიქაელისა და გაბრიელის სახელობის XI საუკუნის მამათა მონასტერი 2013 წელს ,,ქართუ'' ჯგუფის მიერ იქნა აღდგენილი და რეაბილიტირებული, რომელის 160 000 (ასსამოციათასი) ლარი დაჯდა. რეაბილიტაციის შემდგომ ტაძარში მიმდინარეობს ყოველდღიური წირვა ლოცვა. ტაძარი მოქმედია. თუმცა ტაძართან მისასვლელი გზა პრობლემურ მონაკვეთებზე საჭიროებს ბეტონის საფარიანი გზის მოწყობას. უნდა აღინიშნოს, რომ მისასვლელ გზაზე მდებარეობს სოფლის სასაფლაო, ასევე მოსახლეობის კუთვნილი სახნავ-სათესი სავარგულები, თხილისა და ციტრუსის პლანტაციები.

ასევე მოგახსენებთ, რომ ს.ს.ი.პ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ს.ს.ი.პ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ იგეგმება ე.წ. გადმოსახედების მოწყობა მონასტრის ტერიტორიიდან, რაც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და განვითარებას ითვალიწინებს.

ზემოთხსენებულიდან გამომდინარე გთხოვთ, ტაძართან მისასვლელი გზის პრობლემურ მონაკვეთებზე მოაწყოთ ბეტონის საფარი.

პეტიცია დასრულებულია
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
- 26/03/2019
2
დავით ფასიეშვილი 27/03/2019
3
- 10/04/2019
4
- 10/04/2019
5
გურამ მიქელაძე 15/04/2019
6
მანანა ჩხარტიშვილი 18/04/2019
7
ალექსი აროშიძე 18/04/2019
8
ლელა ტუღუში 18/04/2019
9
თენგიზ სირაძე 18/04/2019
10
ზაზა ჩხარტიშვილი 18/04/2019