ბაჩუკი ონიანი
გამოქვეყნებულია: 17.02.2021 11:27
დასრულების თარიღი: 19.03.2021 11:27
362
315

მოთხოვნა სოფელ ოზურგეთში სასმელი წყლისა და შიდა გზების მოწყობის შესახებ

სოფელ ოზურგეთის მოსახლეობას წლებია გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება, რაც გამოიხატება სასმელი წყლის სისტემის არ არსებობასა და შიდა საუბნო გზების მოუწესრიგებლობაში.

მოსახლეობა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის იყენებს ჭის წყლის რესურსს, თუმცა, ზაფხულის პერიოდში ჭები შრება და ეს ცხოვრების პირობებს საშინლად ართულებს.

ასევე, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია შიდა საუბნო გზები და ავტომობილით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია, ხოლო, ქვეითად მოსიარულეებს გადაადგილებისას დიდი დისკომფორტი ექმნებათ ნალექიანი ამინდის დროს.

ვინაიდან, ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის გათვალისწინებით თვითმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება შიდა გზების მოწესრიგება და მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების უზრუნველყოფა, მოგმართავთ თხოვნით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად საკრებულოს სხდომაზე საჯაროდ განიხილეთ აღნიშნული საკითხი, რათა უმოკლეს ვადაში დაკმაყოფილდეს მოსახლეობის მოთხოვნა.

პეტიცია დასრულებულია
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
- 17/02/2021
2
ნატა მელქაძე 17/02/2021
3
ნათელა მელქაძე 17/02/2021
4
ირმა გორდელაძე 17/02/2021
5
- 17/02/2021
6
ნათია ჩხარტიშვილი 17/02/2021
7
მამუკა სიხარულიძე სიხარულიძე 17/02/2021
8
ბაჩუკი ონიანი 17/02/2021
9
ნანა სალუქვაძე 17/02/2021
10
- 17/02/2021