ოლეგ მალაზონია
გამოქვეყნებულია: 26.07.2021 13:24
დასრულების თარიღი: 25.08.2021 13:24
315
315

სოფელ ორმეთისა და სოფელ კონჭკათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარეს

ბატონ დავით დარჩიას

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით მრავალი პროექტი განხორციელდა. მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირებულ იქნა ცენტრალური გზები. საკმაოდ მოცულობითი პროექტები განხორციელდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციის მიმარტულებით. გამონაკლისს არც სოფელი კონჭკათი წარმოადგენს.

კონჭკათის ადმინისტრაციული ერთეული, ესაზღვრება მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებს, მათ შორის შრომის ადმინისტრაციულ ერთეულს სოფელ ორმეთს. სოფელ ორმეთისა და სოფელ კონჭკათის დამაკავშირებელი გზა, რომლის საგზაო სიგრძე შეადგენს დაახლოებით 5 (ხუთი) კმ-ს, მიმდინარე პერიოდისთვის ამორტიზირებულია და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისათვის ფაქტობრივად უვარგისია. უფრო მეტიც, ნალექიანი ამინდის პირობებში ქვეითად მოსიარულეებსაც უჭირთ გადაადგილება.

ზემოთ აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს:

1.      სოფ.ორმეთის მოსახლეობის და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ ოზურგეთის მიმართულებით უმოკლესი გზით.

2.      ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების, ქვედა ორმეთის, ღრმაღელესა და სუფსის მხრიდან, ქალაქ ოზურგეთის მიმართულებით უმოკლეს დროში გადაადგილებას.

3.      სოფ.კონჭკათისა და სოფ.ორმეთის, აგრეთვე ყველა სხვა ზემოთ ჩამოთვლილი სოფლების მოსახლეობის, სოციალურ-ეკონომიკური პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობებებას.

პეტიცია დასრულებულია
ანონიმური ხელმომწერი
სახელი, გვარი თარიღი
1
- 26/07/2021
2
თამარი როხაძე 01/08/2021
3
სერგო მაჭარაშვილი 06/08/2021
4
მერაბ კვაჭანტირაძე 06/08/2021
5
კახაბერ ყიფშიძე 06/08/2021
6
ანზორ გობრონიძე 06/08/2021
7
- 09/08/2021
8
ბაგრატ ქათამიძე 09/08/2021
9
ბადრი ფუტკარაძე 09/08/2021
10
კახაბერ ღელეყვა 09/08/2021